Skip to content Skip to footer

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ღოლო მთელი საქართველოს ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა, მისი მოხმარება ყველგან არ იციან.

წალკის რაიონში ღოლოს აქტიურად იყენებენ როგორც საკვებად, ისე წამლად. მცენარის შესახებ წალკის რაიონის რეხის ამაღლების ტაძარში შეკრებილ ადგილობრივებს გავესაუბრეთ.

ღოლოს ფესვებისა და ნაყოფის ნახარშს იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის, დიზენტერიისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებისას, ასევე, სხვადასხვა ტიპის გამონაყარისა და ქავილის დროს.

ბოლო პერიოდში ღოლოს ფესვებიდან გამოყოფილ ექსტრაქტს წარმატებით იყენებენ სიმსივნური წარმონაქმნების სამკურნალოდ.