“სიმძიმის ცენტრი უნდა გადავიდეს ცენტრიან რეგიონებში,” – ეუბნება “აგრო სიახლეებს” ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, სწორედ რეგიონებში უნდა გაიზარდოს მოქალაქეებისა და ბიზნესის დაინტერესება, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, რაც განსაკუთრებით სჭირდება მთიან რეგიონს, სადაც, ეკონომისტის შეფასებით, თავმოყრილია უზარმაზარი რესურსი, თუმცა მათი ათვისება ამ დრომდე ვერა და ვერ ხერხდება.
“რეგიონებში ბიზნესინტერესის გაძლიერება დამოუკიდებლობის შეგრძნებას გაუზრდის რეგიონებს და ეს საბოლოოდ ქვეყნის შემოსავლის ზრდაზეც აისახება. უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ინტერესი აგრარული მიმართულებითაც,” – უთხრა “აგროსიახლეებს” არჩვაძემ.
სრული გადაცეა მთაზე ნახეთ აქ