ქართული კამეჩის ჯიშის შენარჩუნების საჭორიებაზე ბოლო დროს სულ უფრო ბევრი საუბრობს. ბოლო 40 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით კახეთის ისეთ ტრადიციულ რეგიონებში, როგორებიცაა თელავი, ყვარლი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო და სიღნაღი — ადგილები, სადაც ხალხი თავს “კამბეჩოვანად” მიიჩნევდა. დღეს კამეჩები ძირითადად შემორჩენილია იქ, სადაც ეკოლოგიურად ხელსაყრელი პირობებია, ფართო საძოვრები და წყალსატევები, მაგალითად, ყვარლის გავაზი, თელავის ფშაველი, გურჯაანის ქოდოლი. დასავლეთ საქართველოში კი კამეჩის ტრადიცია შემორჩენილია ხობის, ზუგდიდისა და სენაკის ბარში. ქართული კამეჩი წარმოშობა: ქართული კამეჩი, კავკასიური ჯიშის კამეჩის ერთ-ერთი ჯილაგია. მიეკუთვნება აზიური გარეული კამეჩი არნის მოშინაურებული ფორმებიდან ერთ-ერთს- მოკლერქიანი, ანუ წყლის კამეჩების ჯგუფს ისტორიულად, ჩვენთან კამეჩს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა – როგორც შრომის, ისე რძისა და ხორცის წყაროდ. ქართული კამეჩის მეხორცულ და მერძევეულ მაღალპრიდუქტიულობასთან ერთად, ცალკე გამოყოფენ თვინიერ ნირსაც, რის გამოც ამ ცხოველს ჩვენი წინაპარი აგროსამუშაოებშიც იხმარდა. ქართული კამეჩი ფერად შავი ან მოშავო-ნაცრისფერია. მას სხეულზე მეტად იშვიათად აქვთ თეთრი ნიშნები, ხოლო კუდის ფუნჯის ბოლოზე ბალანი თეთრია, ან ყველა ინდივიდს ურევია თეთრი ფერის ბალანი. ზრდასრული ფურკამეჩის ცოცხალი მასაა 400-550 კგ, კუროკამეჩის 650-780 კგ, ხოლო ახალშობილი ზაქის 27-31 კგ. სტრაბონი და ვახუშტი ბატონიშვილი კამეჩის არსებობას ადრეულ საუკუნეებში აღწერენ. XX საუკუნის 30–60-იან წლებში კი ალაზნის ველი და კოლხეთის დაბლობი კამეჩებით ყოფილა სავსე. 1960 წელს საქართველოში 90 ათასი სული ბინადრობდა, 1990-ისთვის მხოლოდ 40 ათასი დარჩენილა. ქვეყნის მასშტაბით ამ სახეობის ცხოველებთან არ მიმდინარეობს სანაშენე მუშაობა, რაც ჯიშის დეგრადაციის საშიშროებას ქმნის. ქართული კამეჩი უნიკალური სახეობაა, რომლის შენარჩუნება მნიშვნელოვანი კულტურული და აგრობიოლოგიური ამოცანაა.
