საერთაშორისო პრაქტიკაში ძროხების მოფერება სტრესის მოსახსნელად ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ეს პრქტიკა უკვე დანერგა დიდმა ბრიტანეთმა. „ევრონიუსის“ ცნობით, სტრესთან ორიგინალური მეთოდით ბრძოლას მოქალაქეებს იორკშირში მდებარე ფერმის მფლობელები სთავაზობენ და ამტკიცებენ, რომ ეს თერაპია საკმაოდ მოთხოვნადია. ყველა ბილეთი წინასწარი ჯავშნის პრინციპით ერთთვიანი წინსწრებითაა გაყიდული. ბილეთის ფასი 58 ევროა, რომელშიც შედის ფერმაში ოთხსაათიანი ვიზიტი, ძროხების მოფერება, დავარცხნა, ასევე საგანმანათლებლო აქტივობები.