ხელოვნებათმცოდნეების მოსაზრებით, ადამიანში ყველაზე დიდი ვნება სწორედ კულტურული განვითარების ვნებაა.
რეგიონულ ცენტრებში, სადაც კულტურული გარემო განვითარებული არ არის, ხშირად მხოლოდ ერთი კულტურული კერაა ხოლმე შემორჩენილი. და ის, უმეტესწილად, თეატრია. თეატრი არ არის მხოლოდ სახელოვნობო ცენტრი, მას კულტურული მიზიდულობა გააჩნია და კულტურულ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. თეატრი სოციო-პოლიტიკური ორგანიზმია, რომელიც ფართო აუდიტორიას ესაუბრება. შესაძლოა, ის უხვად დაფინანსებული, მაგრამ მორჩილი, მხდალი და უინტერესო იყოს.
ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიას შეფასებით, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი ყოველთვის დიდი ავტორიტეტითა და თამამი გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა.
გააგრძელებს თუ არა მსგავს სითამამეს ფოთის 141-წლიანი ისტორიის მქონე სახელმწიფო თეატრი და რა შეიძლება გახდეს მისი ამ სითამამის შემცირების მიზეზი – საკითხის შესახებ ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია საუბრობს.