Skip to content Skip to footer

გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით ერთჯერად პირბადეებს მრავალჯერადი ნიღბები ჩაანაცვლებს

საერთაშორისო ორგანიზაცია, „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ (MSF)  საპილოტე პროექტი ერთჯერადი პირბადეების მრავალჯერადი სამედიცინო ნიღბებით ჩანაცვლებაზე მუშაობს, რომელთა გარეცხვა და გამოყენება ორმოცჯერაა შესაძლებელი.

მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სექტორი ნახშირბადის ემისიების, დაახლოებით, 5 პროცენტზეა პასუხისმგებელი. MSF ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს, რადგან კლიმატური ცვლილებების დამანგრეველი ზემოქმედება მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება.  

ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ნივთები ჯანდაცვის სექტორის მიერ აროქმნილი ემისიების მნიშვნელოვან წილს შეადგენს. ისინი, ასევე, ქმნიან უამრავ ნარჩენს, რომელიც უსაფრთხოდ უნდა განადგურდეს.

„თუკი 2011 წელს 50 000 ნიღაბს მოვიხმარდით, 2023 წელს ნიღბების მოხმარების მაჩვენებელი 500 000-ს გასცდა. მივხვდით, რომ ადამიანების დასახმარებლად სხვა გზა უნდა გამოგვეძებნა“-  თქვა დოქტორმა მონიკა რულმა, MSF-ის ოპერატიული ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ჟენევაში.

2023 წლის ივნისში MSF-ის სამედიცინო გუნდებმა ნიღბების ჩანაცვლების საპილოტე ინიციატივის განხორციელება მოზამბიკსა და ყირგიზეთში დაიწყეს.  

სპეციალისტების შეფასებით, მრავალჯერადი ნიღაბი ბევრად უფრო უსაფრთხოა გარემოსთვის, ვიდრე ერთჯერადი.

ყირგიზეთსა და მოზამბიკში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მრავალჯერად ნიღბებს  დადებითი გავლენა აქვს გარემოზე და ამცირებს ნახშირბადის ემისიებს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის რაიმე სახის საფრთხის რისკის გარეშე.  

,,როგორც ჯანდაცვის მუშაკებს, კარგად გვესმის კლიმატის ცვლილების გავლენა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ჩვენი, როგორც ადამიანების მოვალეობაა, გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა. მხოლოდ ერთი ნიღბის შეცვლა არაფერს შეცვლის, მაგრამ ნიღბების მასიური ჩანაცვლება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს“ – განაცხადა ნელსონ დომინგოს ნუვუნგამ, MSF-ის მედდამ.

წყარო: https://reliefweb.int/report/world/how-provide-health-care-without-harming-environment