43 წლის მინესოტელმა ფერმერმა, ტრევის ჯინჯერმა, მოიყვანა გოგრა, რომელიც 1246 კილოგრამს იწონის, რითაც გინესის წიგნში შევიდა. პროდუქტმა მანამდე ყველა ეროვნული რეკორდი მოხსნა, ამჯერად მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა.
უზარმაზარ გოგრას სახელად მაიკლ ჯორდანი დაარქვა.
გოგრამ რეკორდულ წონას სწორი მოვლითა და ფესვთა სისტემის სპეციალური კვების რეჟიმით მიაღწია. გოგრის მოყვანა ფერმერს 15 ათასი დოლარი დაუჯდა. ეს თანხა მან დახარჯა 15 აპრილიდან, მოსავლის აღებამდე., თუმცა ტრევისმა ამით 30 ათასი დოლარი მოიგო, რასაც, როგორც თავად ამბობს, კვლავ გოგრის მოყვანაზე დახარჯავს და შეეცდება, რომ რეკორდი გააუმჯობესოს.
კალიფორნიის გოგრის კონკურსზე ეს ამ ფერმერისთვის მესამე გამარჯვებაა.
ტრევის ჯინჯერი ანოკას ტექნიკური კოლეჯის მებაღეობისა და ლანდშაფტის მასწავლებელია.