საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. როგორ მიმდინარეობს ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავება? რა პრობლემებია მეციტრუსეობაში? რომელი მასტიმულირებელი მექანიზმები მუშაობს ამ დარგის ხელშესაწყობად ქვეყანაში? რას მიმართულებას აფინანსებენ დონორები ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდისთვის? – USAID-ის მხარდაჭერა მეციტრუსე ფერმერებისთვის,- ერთი წარმატებული ბიზნესისტორიის მაგალითზე აჭარიდან.
კლიმატის ცვლილების ფონზე, გარემოს დაცვის მიზნით, საახალწლოდ წიწვოვნების უკანონო ჭრაზე კონტროლი გამკაცრდა. რა შემთხვევებშია ნაბადართული ბუნებრივი ნაძვის რეალიზაცია და რაზე ვრცელდება ჯარიმები.
წელს პიროტექნიკის იმპორტი გაძვირდა. ხალხის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოში პიროტექნიკის რეალიზაცია წელსაც დაშვებული და უკონტროლო დარჩა. რას ვრისკავთ ფოიერვერკების გამოყენებისას?
როგორი სადღესასწაულო განწყობაა მოსახლეობაში, როგორ აფასებენ 2023 წელს და როგორ ხვდებიან 2024-ს. რა ჯდება საახალწლო სამზადისი საქართველოში? – მოსახლეობის ხმა „აგროსიახლეებში“.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
მიშელ კოშჩიელსკი – USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი.
უჩა სურმანიძე – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ლუიზა ნამიჩეილშვილი – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორი.
მამუკა თურმანიძე – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის კონსულტანტი.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.