“საბჭოთა კავშირმა ქართული ყველის დამარხვა სცადა, თუმცა, ვერ მოახერხა. ქართული ყველის უამრავი სახეობა და ნაირსახეობაა და მათი უმეტესობა ბევრმა არც იცის”, – ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ანა მიქაძე.
სულგუნი, გუდის ყველი, დამბალ ხაჭო, ტენილი ჩოგი, შუშველა, ნაჩვი, – ეს ქართული ყველის სახეობებია.