მსხვილფეხა საქონელს ეკოლოგიურ გადასახადს პირველად დანია დაუწესებს, ანუ, ის იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც მეცხოველეობას, როგორც სათბური ემისიების მთავარ გამფრქვევს, დაბეგრავს. გადასახადი, ასევე, ცხვრებს, ღორებსა და ცხენებს შეეხება.
ახალი საგადასახაო რეგულაცია აგროსექტორისთვის 2030 წლიდან ამოქმედდება და მსხვილფეხა საქონელზე, დაახლოებით, 100 ევროს შეადგენს, ხოლო 2035 წლისთვის საფასური 225 ევრომდე გაიზრდება.
მეცხოველეობა სითბური ემისიების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. მეთანის გლობალურ გამონაბოლქვში მეცხოველეობის წილი, დაახლოებით, 15%-ს შეადგენს. ეს ემისია ცხოველების მიერ საკვების მონელების ბუნებრივი პროცესით წარმოიქმება. მსოფლიო მეთანის ემისიებში მხოლოდ ძროხების წილი 4%-ია, რაც საავიაციო ინდუსტრიზე ორჯერ მეტია.