თბილისიდან 70 კილომეტრამდე დაცილებული ხეობა თითქმის იცლება. მცხეთა-მთიანეთის მხარის, დუშეთის მუნიციპალიტეტში ხორხის ხეობა ათწლეულების მანძილზე თითქმის დაიცალა, მიზეზი საავტომობილო გზაა. ადგილობრივები წლებია მხოლოდ ერთს, ნორმალურ გზას ითხოვენ.