დუბაი მსოფლიოში ყველაზე დიდი აგროტურისტული პროექტი, Agri Hub-ი, ხორციელდება. სიახლის მიზანია, ემირატის სოფლები და უდაბნოები ვიზიტორებისთვის მსოფლიოს საუკეთესო სანახაობრივ სოფლად გადააქციოს. კომპლექსი Agri Hub მოიცავს ბუნებისა და მემკვიდრეობის დაცვის ცენტრს, ეკოტურიზმის ცენტრს, აგროტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ჯანმრთელობის ცენტრს.
პროექტი ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას და შექმნის 10 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს. პროექტის ეკოლოგიურ მახასიათებლებს შორისაა 100% განახლებადი ენერგიის გამოყენება, 100% წყლის გადამუშავება, მწვანე სატრანზიტო სისტემები და კომპლექსის ტერიტორიაზე ნარჩენების ნულოვანი განთავსება.
ამ პროექტის ფარგლებში დუბაის სოფლებს აქვს ყველა შანსი, რომ გახდეს გლობალური საორიენტაციო ნიშანი აგროტურიზმისთვის. იგი ადგილობრივ ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას გაყიდონ თავიანთი პროდუქცია პირდაპირ ფერმებიდან, ხოლო ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და დააგემოვნონ ამ პროდუქტებისგან დამზადებული კერძები.