ევროკომისია მუშაობს საპილოტე აქციაზე, რომლის თანახმად, თანამშრომლებს სამსახურში თავიანთი შინაური ცხოველების მიყვანა შეუძლიათ, – ინფორმაციას Politico ევროკომისიის ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ცხოველების არსებობა დადებითად მოქმედებს თანამდებობის პირთა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის მოეწყობა „სივრცეები ურნებითა და სპეციალური პაკეტებით.
ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი მსგავსი ინიციატივით ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამოვიდა.
ევროპარლამენტის დეპუტატები ფიქრობენ, რომ ევროკომისიას, ასევე, შეუძლია, თავისი თანამშრომლები მაწანწალა ქუჩის ძაღლების ასაყვანად წაახალისოს, რითაც უსახლკარო ცხოველების პრობლემა ოდნავ მაინც შემსუბუქდება, თუმცა, ევროკომისარი საბიუჯეტო და ადმინისტრაციულ საკითხებში, იოჰანეს ჰანი ამტკიცებს, რომ მაწანწალა ცხოველებთან დაკავშირებით ევროკომისია ვერანაირ გადაწყვეტილებას მიიღებს.