2035 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბენზინზე ან დიზელის საწვავზე მომუშავე შიდაწვისძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვა, ფაქტობრივად, შეწყდება. შესაბამისი კანონი ევროპარლამენტარებმა უკვე დაამტკიცეს.
როგორც The Wall Street Journal (WSJ) იუწყება, დამტკიცებული კანონის მიხედვით, 2030 წლისთვის გაყიდული ახალი მსუბუქი ავტომობილების ნახშირბადის გამონაბოლქვი, 2021 წელთან შედარებით, 55%-ით ნაკლები, ხოლო კომერციული მსუბუქი მანქანების გამონაბოლქვი 50%-ით ნაკლები უნდა იყოს.
ამავე კანონის მიხედვით, 2035 წლისთვის გაყიდვაში არსებული ყველა ახალი ავტომობილი ატმოსფეროში ნულოვანი მავნე გამონაბოლქვის მოთხოვნას უნდა შეესაბამებოდეს.
ახალი კანონდათქმა არ კრძალავს 2035 წლიდან ნახშირბადნეიტრალურ, ანუ ნახშირორჟანგზე, წყალბადზე ან ბიოსაწვავზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომანქანების გაყიდვას, რომლებიც სითბური გაზების სუფთა ემისიას არ წარმოქმნიან, ან ნახშირბადის კვალს არ ტოვებენ.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ეს კანონი ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების ეპოქას დაასრულებს და ელექტრომობილებზე გადასვლას დააჩქარებს.