ემკარი (ემფიზემატოზური კარბუნკული) იგივე ჭრიჭინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც სწრაფად მიმდინარეობს და ხშირად ფატალურად სრულდება. დაავადების ინკუბაციური პერიოდი ძალიან ხანმოკლეა — ჩვეულებრივ 1–2 დღე, იშვიათად 5 დღემდე.
ემკარის დროს ცხოველს სწრაფად უმაღლდება ტემპერატურა 41–42°C-მდე, ხდება მოდუნებული, წყვეტს ცოხნას, პულსი აქვს სუსტი და აჩქარებული. ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია სხეულის კუნთებით მდიდარ უბნებზე — ბარძაყზე, გავაზე, გულმკერდზე — სწრაფად მზარდი შეშუპებების გაჩენა. თავდაპირველად ისინი ცხელი და მტკივნეულია, შემდეგ კი ცივი და უგრძნობი ხდება. შეხებისას იგრძნობა დამახასიათებელი „ჭრიჭინი“ — კრეპიტაცია, ხოლო კანი მუქდება და შავდება. კუნთების დაზიანება იწვევს კოჭლობას, კიდურების ათრევას და მოძრაობის ძლიერ გაძნელებას.
უმეტეს შემთხვევაში დაავადების ნიშნების გამოვლენიდან 12–48 საათში ცხოველი იღუპება, რის გამოც ემკარი სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეურნეობებს — მასობრივი გავრცელებისას სიკვდილიანობა შეიძლება 10–25%-ს მიაღწიოს.
ყველაზე ეფექტური დაცვა ემკარის წინააღმდეგ არის პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რომელიც ხელმისაწვდომი და იაფია. მკურნალობისთვის გამოიყენება ჰიპერიმუნური შრატი, თუმცა მხოლოდ დაავადების საწყის ეტაპზეა ეფექტური. დროული აცრა ნიშნავს არა მხოლოდ ცხოველის, არამედ მთელი მეურნეობის დაცვას.
თურქულის, როგორც მწვავე ინფექციური და სწრაფად გადამდები დაავადების, რისკები მესაქონლეობაში👇
ქართული მეცხოველეობის ცოცხალ მემკვიდრეობას და ადგილობრივ ენდემურ ჯიშებს გაეცანით აქ👇
ხბოს რქების მოწვა აუცილებელია. რატომ, როგორ და რა ასაკში უნდა მოიწვას მსხვილფეხა რქოსნების რქები?👇
ჩლიქების ჯანმრთელობა პირუტყვის კეთილდღეობის საფუძველია. პირუტყვის ჩლიქების მოვლის აუცილებელი წესები👇
ხბოს ჯანმრთელობა უნდა შეფასდეს მისი ასაკის გათვალისწინებით დაბადებიდან მოზარდობამდე.როგორ შევაფასოთ ხბოს ჯანმრთელობა სხვადასხვა ასაკში?👇
