“ერთდროულად გაზზე ფეხის დაჭერა და ხელის მუხრუჭის ამოწევა არ შეიძლება, აქ კი სწორედ ეს ხდება,” – ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “აგრო სიახლეების ” კითხვას რა უნდა გააკეთოს ხელისფლებამ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, მეტი სარგებელი მივიღოთ ევროპის მრავალრიცხოვან ბაზარზე ექსპორტით?
“თქვენ მიმართავთ წინააღმდეგობრივ ზომებს და ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხარჯავთ უამრავ ფულს მისი ეფექტურად გამოყენების გარეშე,” – ასეთი შეცდომებია დაშვებული, ფონ კრამონის აზრით, იმ სახელწიფო პროგრამებში, რომელიც აგროწარმოებას ასტიმულირებს.
მისივე მტკიცებით, დიდი თანხა იხარჯება მოკლევადიან ზომებზე, ნაცვლად იმისა, რომ შეიქმნას გრძელვადიანი სტრატეგია, გამჭვირვალე კონცეფცია, რომლითაც სარგებლობა ყველას შეეძლება.
“მრავალმა მონაწილემ რამდენიმეჯერ გააჟღერა ერთი მოსაზრება, რომ ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მიდგომა. როგორც ერთერთმა მონაწილემ თქვა, ერთდროულად გაზზე ფეხის დაჭერა და ხელის მუხრუჭის ამოწევა არ შეიძლება, აქ კი სწორედ ეს ხდება. თქვენ ხარჯავთ დიდ ფულს მოკლევადიან ზომებზე, ნაცვლად იმისა, რომ გქონდეთ გრძელვადიანი სტრატეგია, გამჭვირვალე კონცეფცია, რომლითაც ყველას შეუძლია ისარგებლოს. ვთქვათ, თუ მე დავრგავ ხეხილს – ვაშლს, ალუბალს, მაშინ შემდეგი ნაბიჯი იქნება მურაბის, ჯემის ან წვენის წარმოება ან ექსპორტი. შესაბამისად, რომელ ბაზრებზე გამაქვს? ეს შიდა ბაზრებია თუ საექსპორტო? თუ საექსპორტო ბაზრებს ვუმიზნებ, იქნება ეს ევროპა, დსთ, რუსეთი თუ სხვა არეალი? აშკარაა, რომ თქვენ ჯერ არ გაქვთ გავლილი ყველა ეს ეტაპი. ვფიქრობ, კვლევამ აჩვენა, რომ ადგილი აქვს გარკვეული არეულობას, გადახრებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან, და ახლა გვეძლევა კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ ეს თემა საქართველოში არსებულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან,” – აუხსნა “აგრო სიახლეებს” ფონ კრამონმა.
ევროდეპუტატი მონაწილეობდა ISET-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის DCTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების თემაზე ჩატარებულ მრგვალ მაგიდაში, რომელსაც “აგრო სიახლეებიც” დაესწრო. ვიოლა ფონ კრამონმა მედიასთან შეაჯამა საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) ამოქმედების შვიდი წელი.
“სტანდარტის დაკმაყოფილება ფერმერისთვის არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მოითხოვს დიდ ცოდნას და დიდი ინვესტიციას. ესაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ ქართველ ფერმერთა უმეტესობა ევროპულ ბაზრებზე ვერ გადის, – ასეთია ფერმერთა ასოციაციის შეფასება. ასოციაციის თავმჯდომარის რატი კოჭლამაზიშვილის მტკიცებით, ნებისმიერ შემთხვევაში, სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელია, რითაც ადგილობრივ ბაზარსაც ხარისხიანი ნაწარმით მოვამარაგებთ და არც ექსპორტი გაგვიჭირდება. მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა, რასაც დღეს ქართველი ფერმერი ევროპაში აგროექსპორტისას აწყდება, არის მცირე მასშტაბის წარმოება.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო DCFTA-ის პოტენციალს ვერ იყენებს მაშინ, როცა საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, ყაზახეთში და ა.შ. აგროექსპორტის მაჩვენებლები მზარდია.
კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდის ხარჯზე და პრობლემა რჩება გასაღების ნაწილში.
ISET-ის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი, ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.
შეგახსენებთ, დღეს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა დისკუსიას „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“ დისკუსიას “აგროგარემო Tv-იც” დაესწრო. შეხვედრაზე გასაჯაროვდა შედეგები კვლევის, რომელმაც DCFTA-ის 7 წლის თავზე შეაფასა სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა ევროკავშირის ბაზარზე აგრო ექსპორტის ხელშეწყობაში.
კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?