პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, წელს მევენახეებს, რომლებსაც ვენახები დაესეტყვათ, დახმარება გადაეცემათ, რისთვისაც ერთ ჰექტარზე 3500 ლარის თანხა გამოიყოფა, – ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეს თანხა მევენახეებს დაეხმარებათ, დაზიანებული ვენახები გადაარჩინონ და აღადგინონ
„მევენახეებს ვენახები დაესეტყვათ, ჩვენ 20 მლნ ლარის დაზიანებული ყურძენი უკვე ჩავიბარეთ, ამის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, კიდევ დავეხმაროთ მევენახეებს და დაზიანებულ ერთ ჰექტარზე 3500 ლარს გამოვყოფთ დახმარების სახით“, – ამბობს პრემიერი.