ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი იგივე NDC-ი არის დომუნეტი, რომელიც ასახავს ქვეყნის მიერ სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების ვალდებულებას. მათი გამოქვეყნება და შესრულება პარიზის შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მხარეებმა 2015 წელს მიიღეს და ამჟამად 195 მხარე ჰყავს, მათ შორის საქართველო. თითოეული ქვეყანა ვალდებულია, საკუთარი შესაძლებლობებისა და გარემოებების გათვალისწინებით, ყოველწლიურად გაზარდოს ამბიცია, ვიდრე წინა წლებში ჰქონდა და თან გაითვალისწინოს გლობალური შედეგების შეჯამების მიგნებები და რეკომენდაციები. განახლებული ამბიციები საქართველომ ენდისის ახალ დოკუმენტში განსაზღვრა, რომლის სამუშაო ვერსია ექსპერტულმა წრემ 4 ნოემბერს განიხილა. დოკუმენტი ადგენს სამიზნე მაჩვენებლებს მომავალი ათი წლისთვის ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში და მისი სამუშაო ვერსიის განხილვას “აგროგარემო” კლიმატგონივრული რეპორტინგის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დაესწრო. მოგიმზადეთ რეპორტაჟი, რომელშიც ყველა ის აქცენტია თავმოყრილი, რაც გაჟღერდა შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇