ესპანეთში ძაღლის მომავალი მფლობელები ცხოველის აყვანამდე მისი სათანადო მოვლის უფასო კურსს გაივლიან, ხოლო მათ, ვისაც უკვე ჰყავთ ცხოველი, ტესტის ჩაბარება მოუწევთ, რითაც დადგინდება, რამდენად ფლობენ სოციალურ სფეროში შინაურ ცხოველთან ერთად სრულფასოვნად თანაარსებობის უნარს.
„ცხოველთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ კანონი“ ესპანეთის კონგრესმა უკვე დაამტკიცა..
ახალი კანონდათქმით, ზოგადად, „ნებისმიერი შინაური ცხოველის სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვება დაჯარიმდება, ხოლო მეპატრონეს, ვინც თავის ძაღლს 24 საათზე მეტხანს მარტო დატოვებს – 500- დან 2000 ათას ევრომდე.
10 ათასი ევროდან 50 ათას ევრომდე დაჯარიმდება ცხოველის დაკარგვის ან ქურდობის არ გაცხადება, ასევე ცხოველის კვება ცხოველისვე შიგნეულით, ან იმ სუბ-პროდუქტებით, რომლებსაც სანიტარული კონტროლი არ აქვს გავლილი.
სანქცირებულია ასევე ტერასებსა და აივანზე ძაღლების ან კატების მუდმივი შენახვა.
კანონი, ასევე, კრძალავს ძაღლების, კატებისა და ქრცვინების გაყიდვას შინაური ცხოველების მაღაზიებში ან კომერციული მიზნებისთვის, ასევე მათ საჯარო გამოფენასაც.
ახალი კანონდათქმის თანახმად, ამ ცხოველების გაყიდვა მხოლოდ დარეგისტრირებული და დამტკიცებული მომშინაურებლებისთვის იქნება ნებადართული.
შეგახსენებთ, ევროკომისია მუშაობს საპილოტე აქციაზე, რომლის თანახმად, თანამშრომლებს სამსახურში თავიანთი შინაური ცხოველების მიყვანა შეუძლიათ. ინციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ცხოველების არსებობა დადებითად მოქმედებს თანამდებობის პირთა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.