საფრანგეთში ღვინის გაყიდვებმა იკლო. რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხარდასაჭერ პროგრამაში ევროკავშირი 200 მილიონ ევროს გამოყოფს, რომელიც ვენახების განადგურებას ითვალისწინებს. გათვალისწინებულია ვენახების გაჩეხვისთვის კომპენსაციის გადახდის სქემაც.
ამის შესახებ “გარდიანი” იუწყება.
ეს არის ფრანგი მეღვინეების მხარდაჭერის ფართო პროგრამის ნაწილი. მათ პრობლემები შეუქმნა შიდა გაყიდვების შემცირებამ, ასევე ისეთ უმსხვილეს ბაზარზე გაყიდვების კლებამ, როგორიცაა ჩინეთი და ზოგადად, უცხოურ ბაზრებზე კონკურენციის კლებამ.
ღვინისგან გამოხდიან სპირტს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სილამაზის ინდუსტრიაში, მაგალითად, სუნამოების ან ჰიდროალკოჰოლური გელების დასამზადებლად.
ვენახის აჩეხვაზე თანახმაა ათასზე მეტი მეღვინე ბორდოში, რითაც განადგურდება 9,2 ათასი ჰექტარი ვაზი, – რეგიონის მთლიანი ვენახის ფართობის 8%.
მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ 2023 წელს ღვინის ჭარბი რაოდენობა იქნება და ის 3 მილიონი ჰექტოლიტრს გაუტოლდება.
Kantar-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საფრანგეთში წითელი ღვინის მოხმარება 32%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, საფრანგეთი ღვინის წარმოებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა (იტალიის შემდეგ). მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ფრანგმა მეღვინეებმა 46,6 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დაამზადეს.