ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40 000 შემთხვევა აღირიცხება. სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს.
იცოდი, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლი საჭიროა მინდვრიდან სუფრამდე? მწარმოებელსაც, გადამზიდავსაც და გამყიდველსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და თითოეულ მათგანს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უვნებელი სურსათის მირთმევაზე თითოეულ ჩვენგანსაც თავისი პასუხისმგებლობა ეკისრება!
ვიდეო მომზადდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV” ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ FAO და CzDA.