სეზონური ხილი და ბოსტნეული ბუნებრივ ვიტამინებთან, სწორ კვებასთან, ჯანმრთელობასთან ასოცირდება, თუმცა ისინი შეიძლება ადამიანისთვის მძიმე დაავადებების მიზეზიც გახდეს. არაკეთილსინდისიერი ფერმერი, რომელიც მხოლოდ მისი ბიზნესინტერესით მოქმედებს და მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრობს, იმისთვის, რომ ხილი, უფრო დიდი, მკვეთრი ფერის თუ სუნის და მეტად მომხიბვლელი გახადოს, საჭიროზე მეტ ნიტრატს იყენებს. ასე მოწეული მოსავალი უფრო მომგებიანია, რადგან ძვირად იყიდება და დიდხანსაც ინახება. ჯანსაღი ხილის შერჩევა კი, მომხმარებლისთვის შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. არადა, ნიტრატების ნორმაზე დიდი ოდენობა ჯანმრთელობისთვის საშიაშია. მაღალნიტრატიანი საკვების რეგულარულად და ხანგრძლივი დროით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, მწვავე ალერგია, კუჭ-ნაწლავის სიმსივნე, დერმატოლოგიური და რეპროდუქციული პრობლემები. როგორც მედიკოსები ამბობენ, ნიტრატი, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, საშიშ შხამად გარდაიქმნება. ფეხმძიმე ქალებში, ნიტრატებით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობით მიღების შედეგად, ჩნდება ნაყოფის დაზიანების საფრთხე. მეძუძურ დედებში, ხდება ლაქტაციის შეწყვეტა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ფერხდება განვითარება.
ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე გვიდასტურებს, რომ სეზონის მოახლოებასთან ერთად, კვებითი ინტოქსიკაციით მიმართვიანობა კლინიკებში მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ. ჯერ არც მძიმე შემთხვევები დაფიქსირებულა.
სრული გადაცემა ნახეთ აქ ?