Skip to content Skip to footer

ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვები კლიმატის ცვლილებაზე უფრო მძიმედ რეაგირებენ

მიჩიგანის შტატში ეს ზაფხული განსაკუთრებით ცხელია. ექიმები აფრთხილებენ მშობლებს, ისწავლონ როგორ დაიცვან შვილები და როგორ ესაუბრონ მათ კლიმატის ცვლილების შესახებ.

კლიმატის ცვლილების ეფექტები უფრო აშკარა ხდება უეცარი ძლიერი ქარიშხლებისა  და ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის სახით. შედეგები უფრო მძიმედ ბავშვებზე აისახება.

დოქტორი ჯოზეფ ფახური ბრონსონის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრია. ის მკურნალობდა ბავშვს, რომელმაც უთხრა, რომ ტორნადოსგან თავის დასაცავად ის თავს ოჯახთან ერთად სააბაზანოში აფარებდა. უცებ ტორნადომ აბაზანა მოგლიჯა.

”ის ხუთი წლისაა. ბოლომდე არ ესმის, რას ნიშნავს ეს. ასეთი შემთხვევები ზრდის შფოთვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების რისკს, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწყდებით ამ პოპულაციაში“, – თქვა ფახურიმ.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათმა ოჯახმა იცის როგორ დაიცვას თავი ძლიერი ქარიშხლისას. მშობლებმა და აღმზრდელებმა ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა აუხსნან, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი შეძლებენ ბავშვების დაცვას. 

კლიმატის ცვლილებამ ბავშვებში, შესაძლებელია, გამოიწვიოს ალერგიები, ინფექციური დაავადებები.

უფროსები ბავშვებს უნდა ესაუბრონ სიცხის, გამოფიტვისა და ჰაერის დაბინძურების შესახებ.

როცა ბავშვები დღის მანძილზე გარეთ თამაშობენ, მათ უფროსებმა ხშირად უნდა შეახსენონ წყლის დალევა. ბავშვებმა დროდადრო უნდა დაისვენონ ჩრდილში.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ჩვილები, რადგან ისინი არ ოფლიანობენ და არ აჩვენებენ გადახურების აშკარა ნიშნებს.

ოთხ ივლისს არიზონაში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ის ამ დღეს ოჯახთან ერთად ტბაზე ნავით იმყოფებოდა. ეს ის დღე იყო, როცა ტემპერატურამ 120 გრადუსს მიაღწია.

ტემპერატურის მატება, ასევე, ზრდის ოზონის დაბინძურების რისკს.

ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს ბავშვის ფილტვის ზრდაზე. უფრო მეტიც, არაჯანსაღი ჰაერი ფილტვის ზრდის შეფერხებას მაშინ იწვევს, როცა ისინი ჯერ კიდევ საშვილოსნოში არიან. ჰაერის დაბინძურება იწვევს ასთმას.

Boy using an asthma inhaler in the park

არსებობს აპლიკაცია (EPA’s Air Now) მშობლებისთვის, რომლის საშუალებითაც მშობლებს შეუძლიათ შეამოწმონ ჰაერის ხარისხის ინდექსი მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე.

წყარო: https://www.michiganpublic.org/environment-climate-change/2024-07-22/heat-pollution-and-climate-change-anxiety-are-affecting-children