საქართველოს ისტორიაში პირველად 2024 წელს კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა, როგორებიცაა, კანადა, ანდორა, ესპანეთ, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო არის მე-6 ქვეყანა, რომელსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.
ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი იასპარეზებს.
შეჯიბრი უნდა ჩატარდეს მომავალი წლის მარტში
“მესტია გახდა მსოფლიო ფრირაიდის მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი, ხოლო კურორტი თეთნულდის პოზიციონირება მოხდება, როგორც ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი ფრირაიდის მიმართულებით.ეს ჩვენ ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტები”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.