თურქეთი ევროპის პირველი აგრომწარმოებელი ქვეყანა გახდა. ეს წოდება თურქეთმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო.
ის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ათეულშიც მოხვდა 2023 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 68.5 მლრდ დოლარის მოცულობით წარმოებით. ამის შესახებ EastFruit წერს.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თურქეთმა 2023 წელს წინა წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის 16%-იან ზრდას მიაღწია.