Skip to content Skip to footer

თუშური ხელსაქმის ოსტატის, ნანა ელიბოშვილისთვის აბრეშუმის ჭიის მოვლა ხელოვნების ნაწილია

ჭიაობა, როგორც აბრეშუმის ჭიის მოვლის პროცესს თავად მოიხსენიებს, ნანა ელიბოშვილისთვის ბავშვობასთან ასოცირდება. აბრეშუმის ჭიების მოვლის საზღაურად ოჯახი საკმაოდ მაღალ შემოსავალს მოელოდა.

ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრის, თუშური ხელსაქმის ოსტატ მეაბრეშუმე ფერმერისთვის ჭიის მოვლის პროცესი სიამოვნება უფროა, ვიდრე შემოსავლის წყარო.

ნანა ელიბოშვილს რამდენიმე სპეციალობა აქვს, მათ შორისაა თექის ხელოსანი, დეკორატიული და გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი, ტურისტული მემკვიდრეობის გიდი. ჰგონია, რომ სპეციალობების ეს ჩამონათვალი ერთმანეთს ავსებს – თექას, ჭიაობასა და აბრეშუმის პარკს გიდობას ხელოვნება უწევს. .

მცირე რაოდენობის ჭიის გამოსაკვებად ეზოს რამდენიმე ძირი თუთის ხეც საკმარისია, თუმცა, დარგის განვითარების შემთხვევაში ფერმერს ხეების გამრავლებასთან  დაკავშირებითაც ფართომასშტაბიანი გეგმები აქვს.

ნანა ელიბოშვილის აზრით, მეაბრეშუმეობის კვლავ გამოცოცხლება დიდი სტიმული იქნება როგორც კახეთის რეგიონის, ისე მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის.