ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზი, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი თართად მოიხსენიებს, უძველესმა ქართველურმა ტომებმა ხალხური სელექციის გზით გამოიყვანეს.
სპეციალისტების განცხადებით, თუ ქვეყანაში ცხვარი შემცირდება, კავკასიური ნაგაზიც აღარ იარსებებს.
ქართული ტიპის კავკასიური ნაგაზის მედეგობა საუკუნეების მანძილზე მკაცრ ბუნებრივ პირობებში მგლებთან ბრძოლასა და მძიმე შრომაში იწრთობოდა.