Skip to content Skip to footer

საქართველო 3.4 ათას ტონამდე კაკალს მოიწევს – რა ეღირება ნიგოზი წელს

საქართველოში კაკლის მოსავლის აღება დაიწყო. აგროანალიტიკური პორტალის, EastFruit-ის ცნობით, უხვი ნალექის მიუხედავად, მოსავლის აღების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კაკლის ფასი საქართველოს ბაზარზე 15-დან 25 ლარამდე მერყეობს.

კომპანია „ანიგოზის“ დამფუძნებლის, ანა ქევხიშვილის თქმით, ამ სეზონზე კაკლის მოსავალი 3.3-3.4 ათას ტონას შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია. წარმოების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ის ბაღების მფლობელების ცნობიერების გაზრდას მიუთითებს.

საქართველოში, ძირითადად, ჩენდლერის ჯიშის კაკალია გავრცელებული და მასზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. 2022-23 წლის სეზონზე 2021-22- თან შედარებით, კაკალზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც მოსავლის უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა. მოთხოვნის გაზრდამ, თავის მხრივ, გაზარდა იმპორტიც.

2023 წელს საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, კაკლის 3.5-ჯერ მეტი იმპორტი განახორციელა. ქვეყნისთვის კაკლის მთავარი მომწოდებლები არიან უკრაინა, ყირგიზეთი და უზბეკეთი. თანდათან იზრდება ჩინეთის საიმპორტო წილიც.

ანა ქევხიშვილის განცხადებით, კაკალი, რომელიც ამ ქვეყნებიდან შემოდის, კონკურენციას ვერ უწევს ქართულ ჩენდლერის ჯიშის კაკალს. იმპორტირებული კაკლის ხარისხის მაჩვენებელი ბევრად ჩამოუვარდება სტანდარტს.

EastFruit-ის ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ კაკლის გაშრობისა და გადამუშავების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად დაეხამრებოდა კაკლის წარმოებიოს ზრდას საქართველოში და საექსპორტო ბაზრებზე. ამჟამად მეწარმეებს მსგავსი ტიპის მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კომპანია სთავაზობს. გაშრობისა და სორტირების შესაძლებლობა მწარმოებლებს საშუალებას მისცემდა პრემიუმ ხარისხის კაკალი ექსპორტზე უმაღლეს ფასად გაეტანათ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველოს ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობა გააჩნია,, ევრობაზარზე საქართველო ჯერ არ არის ცნობილი, როგორც კაკლის მწარმოებელი ქვეყანა. თუმცა, ქვეყანას აქვს უპირატესობა ამერიკასთან შედარებით (რომელიც ევრობაზრისთვის კაკლის ერთ-ერთი ლიდერი მიმწოდებელია), ბაზარზე პროდუქტი 2-3 კვირით ადრე შეიტანოს.

წყარო: east-fruit.com