Skip to content Skip to footer

კახეთში ღორების დახოცვის შემთხვევებმა იმატა — სურსათის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

კახეთში ღორის აფრიკული ჭირის შესაძლო გავრცელებაზე ადგილობრივები საუბრობენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ზემო ქედისა და წნორის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა ღორების დახოცვის შემთხვევებზე წერს. ფერმერების ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა საქმე საშიშ ვირუსულ დაავადებასთან გვქონდეს, რომელმაც წარსულში მეღორეობის სექტორს მძიმე ზიანი მიაყენა.

რა ხდება ალაზნისპირა ფერმებში?

არსებობს თუ არა ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საფრთხე?

რატომ ითხოვენ ადგილობრივები დროულ შემოწმებას, ცხოველების გადაადგილების კონტროლსა და ოფიციალურ ინფორმაციას?

„აგროგარემო TV“-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სააგენტო მოკვლევას ახორციელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დაავადების არსებობა ოფიციალურად არ დასტურდება და საბოლოო შეფასება კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ადგილობრივების ცნობები, ფერმერების შიში და ოფიციალური უწყების პოზიცია, ნახეთ „აგროგარემო TV“-ზე.