Skip to content Skip to footer

კლიმატის კრიზისის ახალი დამანგრეველი შედეგები – 2024 წლის ანალიზი

2024 წელს კლიმატის კრიზისის დამანგრეველი შედეგები კიდევ უფრო გაიზარდა. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) შეფასებით, მთელ მსოფლიოში უპრეცედენტო სიცხეები, წყალდიდობები და ქარიშხლები დაფიქსირდა.

WMO-ს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასული წელი იყო რეკორდულად ცხელი წელი. ექსტრემალურმა ამინდმა აზარალა არაერთი ქვეყანა: შეიწირა სიცოცხლე, დაანგრია შენობები და გაანადგურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოსავალი. 800 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული და უსახლკაროდ დარჩა, რაც ყველაზე მაღალი წლიური რიცხვია 2008 წლიდან მოყოლებული ჩანაწერების დაწყებიდან.

ანგარიშში იდენტიფიცირებულია 2024 წელს 151 უპრეცედენტო ექსტრემალური ამინდი.

იაპონიაში სიცხემ ასობით ათასი ადამიანი აზარალა. მათ მიიღეს სითბური დარტყმა (მზის დარტყმა). სიცხის ტალღების დროს ტემპერატურამ პიკს მიაღწია 49,9C-ს კარნარვონში დასავლეთ ავსტრალიაში, 49,7C-ს – ირანის ქალაქ თაბასში, 48,5C-ს მალიში.

იტალიაში ინტენსიურ წვიმას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა, რასაც, თავის მხრივ, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები, რის გამოც გაითიშა ელექტროენერგია. ნიაღვრებმა ათასობით სახლი გაანადგურა სენეგალში; ხოლო პაკისტანსა და ბრაზილიაში წყალდიდობამ მნიშვნელოვანი მოსავლის დანაკარგები გამოიწვია.

გლობალური დათბობით 2024 წელს გაძლიერდა ქარიშხლებიც, მაგალითად, ფილიპინებს თავს დაატყდა უპრეცედენტო ექვსთვიანი ტაიფუნი. ქარიშხალი ელენე იყო ყველაზე ძლიერი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ფლორიდის დიდ ყურეში, აშშ-ში, ხოლო ვიეტნამში სუპერ ტაიფუნ იაგის დარტყმამ 3,6 მილიონი ადამიანი დააზარალა.

ფაქტებით დასტურდება, რომ მსოფლიო უკვე ღრმადაა კლიმატის კრიზისში. მიუხედავად ამისა, გლობალური ნახშირბადის გამონაბოლქვი კვლავ იზრდება, რაც კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას.

კლიმატოლოგები, გარემოს დამცველები, ეკოლოგები აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კლიმატის მეცნიერების იგნორირებისა და ამ მიმართულების პროგრამების შეჩერების გამო. მათივე თქმით, კლიმატის ცვლილება დღეს რეალობაა და ტრამპის მიერ რეალობის იგნორირებამ ჩვეულებრივი ხალხი დააზარალა.

“ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ახალი ეროვნული კლიმატის გეგმები. ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ იაფი, სუფთა განახლებადი ენერგიის სარგებელი თავიანთი ხალხისთვის და ეკონომიკებისთვის“, – თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

“ყოველ წელს ჩვენ შევდივართ შეუსწავლელ ტერიტორიაზე, 2024 წელი კი ყველაზე ცხელი წელია, რომელიც თანამედროვე კაცობრიობას ოდესმე განუცდია. თუმცა, მოსალოდნელია, რომ მომავალი ათწლეული კიდევ უფრო ცხელი იქნება, რაც უფრო ღრმად შეგვიყვანს ამ უპრეცედენტო კლიმატში,” – თქვა დოქტორმა ლუკ პარსონსმა, ბუნების კონსერვაციიდან.

წინა კვლევამ, რომელიც განსაზღვრავს კლიმატის კრიზისის როლს ახალ არაბუნებრივ კატასტროფებში, აჩვენა, რომ 2024 წელს დაფიქსირდა მინიმუმ 550 შემთხვევა (სიცხე, წყალდიდობა, ქარიშხალი, გვალვა და ხანძარი).

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს ოკეანური და ატმოსფერული ეროვნული ადმინისტრაციის 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ამინდისა და კლიმატის დამკვირვებელი და კიდევ 1000-ს ემუქრება საფრთხე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლიმატის მდგრადობის ყოველ დახარჯულ დოლარზე 13 დოლარი იხარჯება ზარალებზე და დასუფთავებაზე.

დოქტორმა ბრენდა ეკვურზლმა, შეშფოთებული მეცნიერების კავშირიდან, დაგმო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კლიმატთან დაკავშირებული ონლაინინფორმაციის წაშლა.

“საჯაროობისგან კლიმატის მეცნიერების დამალვის მცდელობა არ შეაჩერებს კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგების განცდას”, – თქვა მან.

“გლობალური დათბობა გრძელდება შეუჩერებლად, ზუსტად ისე, როგორც იწინასწარმეტყველეს 1980-იანი წლებიდან მოყოლებული და მილიონობით ადამიანი სულ უფრო მეტად განიცდის შედეგებს”, – თქვა პროფესორმა სტეფან რაჰმსტორფმა, გერმანიის კლიმატის ინსტიტუტიდან. “ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ დათბობის ტენდენცია წიაღისეული საწვავისგან სწრაფად გასვლით.”

“ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილებები, მაგრამ რაც გვიშლის ხელს არის დეზინფორმაციის კამპანიები და წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ლობისტური ძალა“, – დასძინა რაჰმსტორფმა. “რეალობის იგნორირება, ფიზიკის კანონების უარყოფა და მეცნიერების გაჩუმება მხოლოდ ზიანს გამოიწვევს და ჩვეულებრივი ხალხი გადაიხდის ამ ფასს.”

დოქტორმა დავიდე ფარანდამ, კლიმეტრიდან, თქვა: “ყოველი წილადი გრადუსი მნიშვნელოვანია. არჩევანი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს კლიმატის ზემოქმედების სიმძიმეს მომავალში.”

WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა სელესტო საულომ, განაცხადა, რომ მოხსენება არის გამაფრთხილებელი სიგნალი მზარდ რისკებზე სიცოცხლისა და საარსებო წყაროსთვის. “პასუხად, WMO და გლობალური საზოგადოება აძლიერებენ ძალისხმევას ადრეული გაფრთხილების სისტემებისა და კლიმატის სერვისების გასაძლიერებლად, რათა დაეხმარონ საზოგადოებას უფრო მდგრადი იყოს ექსტრემალური ამინდის მიმართ“, – თქვა მან. “ქვეყნების მხოლოდ ნახევარს აქვს ადეკვატური ადრეული გაფრთხილების სისტემები – ეს უნდა შეიცვალოს.” მან ხაზი გაუსვა ამინდის, წყლისა და კლიმატის სერვისებში ინვესტიციის აუცილებლობაზე და თქვა რომ ეს ახალა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.