Skip to content Skip to footer

კლიმატის ცვლილება ბანანის მოსავლიანობას საფრთხეს უქმნის

კლიმატის კრიზისი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ხილის მომავალს, რადგან ტერიტორიები, სადაც ბანანის მსოფლიო მოსავლის თითქმის ორი მესამედი მოდის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, შესაძლოა აღარ იყოს შესაფერისი ხილის მოსაყვანად 2080 წლისთვის, – ასეთია ახალი კვლევის შედეგები.

ბანანის ექსპორტის დაახლოებით 80% მოდის ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზიდან. ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი რეგიონია ექსტრემალური ამინდისა და კლიმატის კატასტროფების მიმართ.

ტემპერატურის მატება, ექსტრემალური ამინდი და კლიმატი ცვლილებით გააქტიურებული მავნებლები ანადგურებენ ბანანის მოსავალს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გვატემალა, კოსტა რიკა და კოლუმბია, ამცირებენ მოსავლიანობის მაჩვენებელს და ანადგურებენ სოფლის თემებს მთელ რეგიონში, – ნათქვამია მოხსენებაში, “Going Bananas: როგორ ემუქრება კლიმატის ცვლილება მსოფლიოს საყვარელ ხილს.”

ბანანი მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებული ხილია – და მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები კულტურა გლობალურად, ხორბლის, ბრინჯის და სიმინდის შემდეგ. 400 მილიონზე მეტი ადამიანი მიირთმევს ბანანს საკუთარი ყოველდღიური კალორიების 15%-დან 27%-მდე შესავსებად.

ბანანის მოსავლიანობის საფრთხის ქვეშაა ადამიანის მიერ შექმნილი კლიმატის კრიზისის გამო და უსამართლობაა ის, რომ ეს, თავის მხრივ, ერთადერთი საარსებო წყაროს მიღმა და საკვების გარეშე ტოვებს ისეთ თემებს, რომლებსაც ნულოვანი წვლილი აქვთ იმ სათბური გაზების გაფრქვევაში, რომლებიც იწვევენ გლობალურ დათბობას.

“კლიმატის ცვლილება კლავს ჩვენს მოსავალს. ეს ნიშნავს, რომ შემოსავალი არ არის, რადგან ვერაფერს ვყიდით. ჩემი პლანტაცია კვდება. რაც ხდება, არის სიკვდილი“, – განუცხადა 53 წლის გვატემალელმა ბანანის მწარმოებელმა აურელია პოპ ხომ მკვლევარებს.

ბანანი გარემნმოსადმი და კლიმატისადმი საკმაოდ მგრძნობიარე კულტურაა. მას გახარებისა და მსხმოიარობისთვის სჭირდებათ ტემპერატურის დიაპაზონი 15C-დან 35C-მდე (59F და 95F), ასევე წყალი ზომიერადა და არა ჭარბად. ბანანის ხე ვერ უძლებს დიდ ქარს, რომელიც მცენარის ფოთლებს ხეხავვს, რაც, თავის მხრივ ბევრად ართულებს ნაყოფის ფოტოსინთეზს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბანანის ასობით ჯიში, თუმცა, კავენდიში მოდის ბანანის ის სახეობა, რომელის უდიდესი წილი მსოფლიოში ექსპორტდება, გემოს, ტრანსპორტირებისას გამძლეობისა და მაღალმოსავლიანობის გამო. ზოგადად სწორედ გენეტიკური მრავალფეროვნების ნაკლებობა ხდის ბანანებს განსაკუთრებით დაუცველს სწრაფად ცვალებადი კლიმატის მიმართ.

კლიმატის კრიზისი გამო შენელებულია ამ მცენარის ზრდის ტემპი, ასევე კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების გავრცელებას, რომლებიც ანადგურებენ მოსავალს და მოსახლეობის საარსებო წყაროს. შავი ფოთლის სოკოს შეუძლია შეამციროს ბანანის მცენარეების ფოტოსინთეზის უნარი 80%-ით. ის ხარობს ნოტიო პირობებში და ბანანს რისკის ქვეშ აყენებს არაპროგნოზირებადი ნალექისა და წყალდიდობის გამო. ტემპერატურის მატება და წვიმების არაპროგნოზირებადობა (გვალვის შემდეგ ხანგრძლივი და ინტენსიური წვიმები) ამძაფრებს სხვა სოკოაცს, მაგალითად, ფუსარიუმის ტროპიკულ რასა 4-ს, ნიადაგის მიკრობს, რომელიც ანადგურებს ბანანის პლანტაციებს როგორც კავენდიშში ასევე მსოფლიოს სხვა ადგილებშიც.

გარემოსდაცვითი საერთასორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ მსხვილ ეკონომიკებს, ანუ ქვეყნებს, რომლებიც გარემოს უმსხვილესი დამბინძურებლები არიან და რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელნი კლიმატის კრიზისზე, სასწრაფოდ შეამცირონ წიაღისეული საწვავის მოპოვება და გადავიდნენ მწვანე ეკონომიკაზე, ასევე შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და უზრუნველყონ განვითარებადი ქვეყნების, ასევე ღარიბი თემების დაფინანსება კლიმატთან ადაპტაციისთვის.

“ბანანი არ არის მხოლოდ მსოფლიოს საყვარელი ხილი, ის ასევე არის მილიონობით ადამიანისთვის აუცილებელი საკვები. ჩვენ უნდა გავანეიუტრალოთ კლიმატის ცვლილების საფრთხე ამ სასიცოცხლო კულტურის მოსავლიანიობის შესანარჩუნებლად. არსებობის საფრთხის წინაშე დგებიან ადამიანები, რომლებსაც აერანაირი დანაშაული არ მიუძღვით კლიმატის კრიზისის გამოწვევაში” – თქვა ოსაი ოჯიგომ, კვლევის მონაწილე გარემოსდამცველმა აქტივისტმა.

წყარო: AInews.ge