Skip to content Skip to footer

კლიმატის ცვლილების მართვა-ადაპტაციის ქართული გამოცდილება ენერგეტიკულ ჭრილში

სიღარიბე ბევრნაირი შეიძლება იყოს, მათ შორის, ენერგეტიკულიც. მსოფლიოში, განსაკუთრებით, ევროპაში, ენერგეტიკული სიღარიბე ბოლო წლების პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსიების ერთ-ერთი ცენტრალური თემაა, რაც განაპირობა კლიმატის ცვლილებამ, ასევე ენერგომატარებლების ფასების ხშირმა  ცვლამ. საქართველოში, ენერგეტიკული სიღრარიბე არც ითვლება და არც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში ექცევა მას სათანადო ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სიღარიბის მაგალითები უკვე მრავლადაა – საქართველოს სოფლები და ქალაქები საკუთარ თავზე განიცდიან ენერგეტიკულ სიღარიბესა და მის შედეგებს. ენერგეტიკული სიღარიბე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს, ან ოჯახებს არა აქვთ შესაძლებლობა, სათანადოდ გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი სათემო ენერგოპოლიტიკის არარსებობაა, ანუ, თემზე მორგებული ენერგოპოლიტიკა არ გვაქვს. სათემო ენერგეტიკა ესაა თემის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული ენერგოპოლიტიკა, რომელსაც განხორციელება უწერია მხოლოდ დეცენტრალიზაციის პირობებში. დეცენტრალიზაციას კი არ ჩქარობენ. საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია: იქმნება ენერგოკოოპერატივები და ჰესები ან განახლებადი ენერგიის საადგურები შენდება თემის წილობრივი მონაწილეობით, შესაბამისად, წილის მესაკუთრეც ისა და ასე იკმაყოფილებს ენერგომოთხოვნას სრულად.  ამგვარ პრიორიტეტებს მორგებული პოლიტიკა ჯერ არ ჩანს.

აღმოჩნდა, რომ არც  ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმვა გვაქვს, რომელიც, როგორც წესი, ითვალისწინებს ენერგოუსაფრთხოებას, დეკარბონიზაციას, ენერგოეფექტურობას, ენერგეტიკული ბაზრის შექმნას, რომლის ამოქმედებაც, სხვათა შორის, 6-ჯერ გადაიდო და 2024 წლის 1 ივლისიდან მხოლოდ ნაწილობრივ გაეშვა.

როგორ გეგმავს ჩვენი ქვეყანა კლიმატის ცვლილების მართვას, ადაპტაციას, რა იგეგემება ენერგეტიკაში, რომელია, პრობლემური პუნქტები ამ გეგმაში, რას ითხოვს ჩვენგან ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება და რას ვაკეთებთ ან ვერ ვაკეთებთ ჩვენ? – ინტერვიუ დავით ჭიპაშვილთან, “მწვანე ალტერნატივის” დირექტორთან.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇