Skip to content Skip to footer

კლიმატური პროგრამების თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა? – საერთაშორისო მედია კორუფციულ სკანდალზე იუწყება

ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს განაგებს, სკანდალში ეხვევა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება Visegrád 24, რომელიც, თავის მხრივ, წყაროდ ავსტრიულ გამოცემა eXXpress-ს იყენებს.

ირკვევა, რომ ევროკავშირის სახსრები, რომლებიც “კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ” მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, არამიზნობრივად გამოიყენეს. უფრო კონკრეტულად, ფული ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად დაიხარჯა. ავსტრიული გაზეთის “eXXpress”-ის ცნობით, წინასწარ განსაზღვრული პროგრამების ნაცვლად, თანხები კონსერვატიულ და ევროსკეპტიკურ ხმებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა. გაწერლი იყო, თუ რომელი კრიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ სამიზნე.

საუბარია თანხებზე LIFE პროგრამიდან, რომლითაც გარემოსდაცვითი ინიციატივები უნდა დაფინანსებულიყო. პროგრამა 2014 წლიდან 9 მილიარდ ევროს მოიცავს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის კლიმატის ყოფილმა კომისარმა ფრანს ტიმერმანსმა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შექმნა საიდუმლო კონტრაქტები, რომლებიც მოიცავდა ლობირების დეტალურ გეგმებს, სადაც განმარტებულია მიზნები და მითითებულია სამიზნეები. გამოდის, რომ ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ განსაზღვრა სტრატეგიული მიმართულებაც, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ის სამიზნე, რომელიც ევროკომისიის კლიმატური დღის წესრიგს პოლიტიკურად ეწინააღმდეგებოდა.

ამ თემაზე ევროკომისია მოკლე განმარტებას აკეთებს.

„კომისია ადგენს, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები (…) შეიცავდა არასათანადო ლობირებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

“LIFE-სახსრები”, ყოველწლიურად 15.5 მილიონ ევრომდე, ეგზავნებოდა NGO-ებს რომლებიც ამას უშუალოდ ახორციელებდნენ იმ პირობით, რომ NGO -ებს თავიანთი კამპანიები კომისიის პოლიტიკურ მიზნებთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო. მათ ევალებოდათ ოპონენტების „ნეიტრალიზება“, ჩრდილოვანი ლობირება, საზოგადოებრივი აზრის შემობრუნების კამპანია და ზეწოლა გადაწყვეტილებების მიმღებებზე „მწვანე შეთანხმების“ კრიტიკოსების წინააღმდეგ.

სტატიაში პრობლემად სახელდება გამჭვირვალობის ნაკლებობაც.

„არასამთავრობო ორგანიზაციების და NGO-ების მხოლოდ მესამედი, რომლებმაც LIFE პროგრამისგან თანხები მიიღეს, ღიად აცხადებს თავიანთი შემოსავლის შესახებ, ასევე როგორ იყენებენ თანხებს, რამაც გამოიწვია კრიტიკა გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით“, – წერს X-ზე Visegrád 24.