Skip to content Skip to footer

კლიმატური გამოწვევების დაძლევის გზები მეცხოველეობაში – “როქის” ვეტერინარის რეკომენდაციები

რა რისკებს აჩენს კლიმატის ცვლილება მეცხოველეობაში და რომელია კლიმატური გამოწვევების დაძლევის რაციონალური გზა? – “აგრო სიახლეები” ბექა გონაშვილის ფერმიდან “როქის” ვეტერინართან, ეკა ილაურთან, ერთად გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც ფერმერებს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფერმებში პროდუქტიულობა. ინტერვიუ მოიცავს შემდეგ თემებს:

რა რისკებს ააქტიურებს მეცხოველეობაში კლიმატის ცვლილება?

როგორ უნდა მოვაწყოთ ფერმები ისე, რომ კლიმატის ცვლილებამ ნაკლებად დაგვაზარალოს?

სიცივეს უფრო იტანენ ცხოველები თუ სიცხეს?

რომელი სეზონი უფრო პრობლემურია ვეტერინარულად კლიმატის ცვლილების პირობებში?

რომელი სეზონური დაავადებაა განსაკუთრებით მაღალრისკიანი?

როგორ უნდა მოვაწყოთ სადგომები, რომ ცხოველებს ნაკლები ტემპერატული სტრესი ჰქონდეთ

ორპირი ქარის საფრთხე ცხოველებისთვის, განსაკუთრებით მცირეწლოვან ნამატში?

როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა ფერმებში კლიმატის ცვლილების პირობებში

რა სიმპტომებით უნდა ვიცნოთ სითბური და სიცივის სტრესები?

რა არის ნორმირებული და დაბალანსებული კვება?

სეზონური კვების რა თავისებურებები უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა პროდუქტიულობის შენარჩუნების მიზნით?

რა ტიპის ზოოჰიგიენური წესების დაცვაა აუცილებელი ცხოველთა სტრესის შესამსუბუქებლად და ცხოველთა კეთილდღეობისთვის, რაც მათ პროდიქტიულობაში და შემდეგ ფერმერთა შემოსავლებში პირდაპირპროპორციულად აისახება?

რა უნდა გავაკეთოთ დიდთოვლობისას ცხოველების დასაცავად?

აქვთ თუ არა მეცხოველე ფერმერებს გაცნობიერებული კლიმატის ცვლილების რისკები?

ამავე საკითხებზე “აგრო სიახლეებმა” კიდევ ერთი ვეტერინარი, ნატო ფერაძეც, გამოკითხა. 👇

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇

სეზონური კვების თავისებურებები კლიმატის რისკების გათვალისწინებით – როგორ შევინარჩუნოთ ფერმაში პროდუქტიულობა ტემპერატურული ცვლილების დროს 👇

რა ფორმით ქმნის პრობლემას კლიმატის ცვლილება მეცხვარეობაში 👇

რა კლიმატურ რისკებს ქმნის დიდთოვლობა და უხვი ნალექი აგროგარემოში, გაიგეთ აქ 👇

არამდგრადი კლიმატი ცხოველებში სტრესს აძლიერებს, იზრდება სხვადასხვა დაავადებების საფრთხე და რისკის ქვეშ დგება მათი ჯანმრთელობა, რაც საბოლოოდ ცხოველის პროდუქტიულობას ამცირებს. ეს კი ფერმის ზარალიანობის წინაპირობა ხდება. რა იცის კლიმატური ცვლილების რისკზე ქართველმა ფერმერმა, აცნობიერებს თუ არა პრობლემისა და საფრთხის მასშტაბს და ემზადება თუ არა პრევენციული ღონისძიებებისთვის.? – ნახეთ გადაცემა “აგრო სიახლეები”👇

ცხოველს, როგორც წესი, თანაბრად უჭირს ყინვის დროსაც და სიცხის დროსაც. ამ დროს მას უჩნდება სტრესი, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც პირუტყვის შიდა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ასევე მის ქცევაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის კეთილდღეობას, აქვეითებს პირუტყვის ჯანმრთელობას და მის პროდუქტიულობას.

მსხვილფეხა რქოსანი პირიტყვისთვის იდეალური ტემპერატუურა 18-20 გრადუსია. 20 გრადუსს ზემოთ ცხოველს სითბური სტრესი ეწყება. 30 გრადუსს ზემოთ კი შესაძლოა ცხოველი დავკარგოთ კიდეც.

ცხოველებში სითბური სტრესის რისკების შესახებ დეტალები ნახეთ აქ 👇

სიცივის სტრესი ბოლო დროს ცხოველებში გააძლიერა კლიმატური ცვლილების გააქტიურებამ. კლიმატური ცვლილების ეფექტი სწორედ ტემპერატურული რეჟიმების მკვეთრი ცვალებადობაა, – გვალვა და ძლიერი სიცხე, ძლიერი ყინვით იცვლება, ან პირიქით. ეს კი ცხოველის ორგანიზმში ნორმალურ ფიზიოლოგიურ პარამეტრებს ცვლის, შედეგად უარესდება ჯანმრთელობა. სიცივის რეგულარული და ხანგრძლივი სტრესი ცხოველს უქვეითებს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს.

პირუტყვის გროვად დაჯგუფება, ძოვა-ცოხნის შემცირება, მოწყურების შემცირება, მადისა და პროდუქტიულობის დაქვეითება, ბალან-ბეწვის გაუხეშება, ღრმა და გახშირებული სუნთქვა და გულისცემა, კანკალი და ქარსაფართან ახლოს დგომა, – ესაა სიცივის სტრესის სიმპტომები ცხოველებში.

სიცივის სტრესმა მაკეობისას ცხოველში შესაძლოა ნაყოფის განვითარება შეაფერხოს. განსაკუთრებით სარისკოა ამ დროს მოზარდ საქონელში ჰიპოთერმიის განვითარება.

ამ დროს ფერმის მოწყობას და და ინფრასტრუქტურულ განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სტრესის პრევეციისთვის კარგად აპრობირებული მეთოდებია: ფერმაში ცხოველზე მორგებული მიკროკლიმატის შექმნა, ძოვების სწორი მენეჯმენტი და ნორმალური ტემპერატირის წყალზე ცხოველის მუდმივი წვდომა, ცხოველის ორპირი ქარისგან დაცვა, ჰიგიენური პირობების დაცვა და კვების გაუმჯობესება.