პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საჯარო დოკუმენტებში, ვებ-გვერდებსა და ტექსტებში ასობით სიტყვის გამოყენების აკრძალვას ან შეზღუდვას გეგმავს. გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, აშშ-ს ფედერალური სააგენტოები ამჟამად ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტიდან ამ ტერმინების ამოღებაზე ან მათი გამოყენების შეზღუდვაზე მუშაობენ. ეს სიტყვებია: აქტივისტები, ანტირასიზმი, კუთვნილება, ძუძუთი კვება, კლიმატური კრიზისი, მრავალფეროვნება, თანამეგობრობა, ინვალიდობა, დისკრიმინაცია, თანასწორობა, ქალები, ფემინიზმი, გენდერი, ტრანსგენდერი, იმიგრანტები, ლგბტ, მენტალური ჯანმრთელობა, უმცირესობები, არაბინარული, ჩაგვრა, ორიენტაცია, ორსულობა, რასობრივი სამართლიანობა, რასიზმი, ტრავმა ან მსხვერპლები.
ეს არის პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ყველა „D.E.I.“-ის (მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა) ამოღებას აშშ-ს ადმინისტრაციის ლექსიკიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს უმცირესობებისთვის კოლეჯში მიღებისა და სამსახურის ძიებისას შეღავათების გაუქმებას.
პრეზიდენტს სურს, მასშტაბურად შეზღუდოს იმ სიტყვების გამოყენება, რომლებიც მის პოლიტიკას არ შეესაბამება. ზემოთ მოყვანილი სიტყვების ჩამონათვალი, სავარაუდოდ, არასრულია და შესაძლოა, 200 სიტყვასაც კი აღემატებოდეს. თუ ფედერალური მოხელეები მთლიანად არ აკრძალავენ ამ სიტყვების გამოყენებას, მათზე შეზღუდვები ნამდვილად დაწესდება. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ – თუ, მაგალითად, რომელიმე კომპანიას სურს გრანტის მუღება ან სახელმწიფოსთან კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ერთ-ერთ აკრძალულ სიტყვას, ეს შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს დონალდ ტრამპის ბრძანებულებასთან და კომპანიის მცდელობა წარუმატებლად დასრულდეს.
შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილებას ტრამპი არ აღიარებს.

უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ პარიზის შეთანხმება მორიგი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებებს არ ასახავს და ამერიკელი გადასახადების გადამხდელების დოლარებს იმ ქვეყნისკენ მიმართავს, რომლებსაც ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარება არ სჭირდებათ. ამიტომაც ტრამპმა აშშ-ს პარიზის შეთანხმება დაატოვებინა.
გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) გეგმავს გააუქმოს თავისი სამეცნიერო კვლევის ოფისი და, შესაძლოა, გაათავისუფლოს 1000-ზე მეტი მეცნიერი და სხვა თანამშრომელი, რომლებიც ქმნიან სამეცნიერო საფუძველს, დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა და ეკოსისტემები გარემოს დაბინძურებისგან. საუბარია 1155 ქიმიკოსის, ბიოლოგის, ტოქსიკოლოგისა და სხვა მეცნიერის დათხოვნაზე, ჯამში, კვლევითი პროგრამის პერსონალის 75% შეიძლება გაათავისუფლონ. გათავისუფლებების სერიები ტრამპის ადმინისტრაციამ ახსნა როგორც ფედერალური მთავრობის ზომის შემცირებისა და ეფექტიანობის ზრდის მცდელობა. გარემოს დამცველთა საზოგადოებამ და კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე ანალიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს EPA-ს მისიის მასიური დემონტაჟი და თქვეს, რომ ეს დააზიანებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და გარემოს. სააგენტოს ბიუჯეტის 65%-ი შეუმცირდა. შეწყდა ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგი, სტიქიურ უბედურებებზე რეაგირება და ტყვიის კონროლი გარემოში.
EPA წარადგნინა ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის განსახორციელებლად მოითხოვს 50,000 დოლარზე მეტს ელონ მასკის ეგრეთ წოდებული “მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტისგან”.
კვლევისა და განვითარების ოფისი,-EPA-ს მთავარი სამეცნიერო განყოფილება,-ამჟამად ფლობს 1540 პოზიციას, სპეციალური სამთავრობო თანამშრომლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიცრების გამოკლებით, – ნათქვამია ერთ მემორანდუმში. პერსონალის უმრავლესობა, 50%-დან 75%-მდე, სამსახურიდან დაითხოვეს. კვლევის ოფისს აქვს 10 დაწესებულება ქვეყნის მასშტაბით, ფლორიდადან და ჩრდილოეთ კაროლინადან ორეგონამდე.
გეგმა ითვალისწინებს კვლევის ოფისის დაშლას და დარჩენილი პერსონალის გადანაწილებას სააგენტოს სხვა ნაწილებში “გაზრდილი ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად და ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად”, ნათქვამია მემორანდუმში.
EPA-ს ოფიციალურმა პირებმა გეგმა თეთრ სახლს განსახილველად წარუდგინეს.
განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.