ყველის ფესტივალზე “აგროსიახლეებმა გაიცნო საინტერესო ბრენდი “მარიტა”, რომელიც წალკაში რძის აჭარული პროდუქტით, ყურუთით, პოზიციონირებს და, როგორც აღმოჩნდა, არც თუ ურიგოდ. “აგრო სიახლეებმა” “მარიტას” ყურუთი ყველის ფესტივალზე დააგემოვნა. გემური თვისებებით გამორჩეულმა პროდუქტმა ვიზიტორების დიდი მოწონება დაიმსახურა. “მარიტა” ყურუთთან ერთად ქართულ ტრადიციულ ყველს აწარმოებს. ფერმას თავადაც ფლობენ და რძეს ადგილობრივებისგანაც იბარებენ. პროდუქტებს პასტერიზებული რძით ამზადებენ. ამ ეტაპზე საკუთარ ფერმაში 77 მეწველი ფური ჰყავთ. გადამამუშავებელ საწარმოში კი საერთო ჯამში 3 ტონამდე რძეს ამუშავებენ. ბრენდმა დამატებითი ფულადი რესურსის მობილიზებაც მოახერხა და უახლოეს მომავალში გაფართოვდებიან. პრიორიტეტია ქალთა დასაქმება. საქმეს ახზალგზარდა ცოლ-ქმარი უძღვებიან: ქეთი ბოლქვაძე და დავით თეზიაშვილი .
გადაცემა სრულად ნახეთ აქ