ევროკავშირში გარემოს დაცვა მეოთხე მთავარი პრიორიტეტი და საზრუნავია. გარემოს დაცვაზე ზრუნვა ყოველდღიურ რუტინაში გარკვეული ცვლილებების შეტანითაცაა შესაძლებელი. გარდა ამისა, კონკრეტული ჩვევების შეცვლა თქვენს საოჯახო ფინანსებსაც გაზრდის.
ჩვენი არაერთი გაუცნობიერებელი ჩვევა შესაძლებელია გარემოსთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
წყლის დაზოგვა
გარემოზე ზრუნვის დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა წყლის დაზოგვაა. ამ ბუნებრივი რესურსის გამოყენება უნდა იყოს მიზანმიმართული და ზომიერი. ონკანის დაკეტვას საპნის წასმის, ხელების დაბანისა და კბილების გახეხვის პროცესში ასობით ლიტრი წყლის დაზოგვა შეუძლია. თუ რომელიმე ამ ამოცანის შესრულებისას ონკანს ღიას ტოვებთ, დაახლოებით, ექვს ლიტრ წყალს ხარჯავთ უმიზნოდ. მაგრამ თუ წყალს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩართავთ, დახარჯული რაოდენობა ნახევარ ლიტრზე ნაკლებია. სხვა ზომბი, რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ წყლის დაზოგვისთვის, არის აბაზანის ნაცვლად შხაპის მიღება, ჭურჭლის სარეცხი მანქანისა და სარეცხი მანქანის სრული დატვირთვით გამოყენება და ონკანების კარგად დაკეტვა, რომ არ წვეთავდეს.
გამორთეთ ენერგიის წყაროდან მოწყობილობები, რომლებსაც არ იყენებთ და გამოიყენეთ დაბალი მოხმარების ნათურები
ელექტრომოწყობილობები ელექტროენერგიას მოიხმარს მაშინაც, როცა არ ვიყენებთ, მაგრამ ენერგოწყაროში ჩართულია. ენერგიის დაზოგვის მიზნით რეკომენდებულია მოწყობილობების გამორთვა.
დააკვირდით ენერგოეფექტურობის ნიშანს ელექტრომოწყობილობებზე, რადგან ეფექტური მოწყობილობები ზოგავს ენერგიას და ხელს უწყობს გარემოზე ზრუნვას. ენერგოეფექტური ნათურები მოიხმარენ 50%-დან 80%-მდე ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ტრადიციული. ასევე, მიზანშეწონილია ისარგებლოთ დღის საათებით, რათა შეამციროთ განათების გამოყენება ღამის საათებში.
ზომიერად გამოიყენეთ გათბობა და კონდიციონერი
გარემოს ზრუნვისთვის გადადგმულ შემდეგ ნაბიჯად, შესაძლოა, გათბობისა და კონდიცირების გონივრული გამოყენება მივიჩნიოთ. ამ გზით თქვენ შეამცირებთ ნახშირჟანგის კვალს. ენერგიის დაზოგვის მიზნით რეკომენდებულია ბუნებრივი ენერგიის გამოყენება და სივრცის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გათბობა. ტემპერატურის თუნდაც 1ºC-ით მატება ენერგიის მოხმარებას 7%-მდე ზრდის. გარდა ამისა, იზრდება თქვენი ელექტროენერგიის გადასახადი.
ენერგიის დივერსიფიკაციისა და დაზოგვის ინსტიტუტის (IDAE) თანახმად, შენობაში ტენიანობა 40%-50%-მდე უნდა იყოს. უმჯობესია, შეიძინოთ კონდინციონერის ის მოდელი, რომელი თვითრეგულირებადია და ავტომატურად გამოირთვება სასურველი ტემპერატურის მიღწევისას. ეს ფუნქცია ხელს უშლის ენერგიის დამატებით გამოყენებას. მეტი ეფექტურობისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ოთახიდან ჰაერის შესაძლო გაჟონვის შემოწმება, რათა სიცივე და სიცხე არ გამოვიდეს მცირე ბზარებიდან და შენარჩუნდეს ტემპერატურა.
შეიძინეთ პროდუტქები შეფუთვის გარეშე
პროდუქტების შეფუთვის გარეშე, წონით შეძენა გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა.
დაახარისხეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები
საყოფაცხოვრებო ნივთების გადამუშავება და სწორად დახარისხება მნიშვნელოვანი წვლილია გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
გამოიყენეთ მუნიციპალური ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შესანიშნავი არჩევანია გარემოზე ზრუნვისთვის. დიდი რაოდენობის ხალხის ტრანსპორტირება ამცირებს გზაზე მანქანების რაოდენობას და, შესაბამისად, ამცირებს CO2-ის და სხვა სათბურის გაზების გამოყოფას.
სხვა ალტერნატივები ქალაქში გადაადგილებისთვის სკუტერები ან ელექტროველოსიპედებია.
მოიხმარეთ ადგილობრივი პროდუქტები
გარემოზე ზრუნვას ხელს შეუწყობს სეზონური საკვების არჩევა. მათი ტრანსპორტირება არ არის საჭირო კილომეტრების მანძილზე, რაც ამცირებს გამონაბოლქვს. გარდა ამისა, ადგილობრივ პროდუქტებს ნაკლები შეფუთვა სჭირდება – ეს კი ამცირებს გარემოზე ზეგავლენას.
წრიული ეკონომიკის პრინციპების გამოყენება
წრიული ეკონომიკის მოდელი ეფუძნება ნედლეულის მოხმარების შემცირებასა და ნარჩენების გამოყენებას მისი გადაუშავებით ან ახალი სიცოცხლის მინიჭებით. ამ გზით თქვენ შეძლებთ წვლილი შეიტანოთ პროდუქტის ე.წ. სასიცოცხლო ციკლის გაფართოებაში.
წრიული ეკონომიკა იცავს გარემოს ემისიებისა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების მინიმუმამდე შემცირებით.