მასპროდუქტებით ჩვენ კონკურენტულები ვერასდროს ვიქნებით, მხოლოდ ადგილობრივი ბიოპროდუქტებით შეიძლება თავი დაიმკვიდროს საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე – ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” ბიომეურნეთა ასოციაციის, “ელკანას” დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ, განუცხადა.
მისი ვარაუდით, ბიოწარმოების ხელშემწყობ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში სწორედ ესაა გათვალისწინებული და ამიტომაც სახელმწიფო ბიოპრეპარატებით აფინანსებს მხოლოდ თაფლისა და ღვინის სექტორებს. ბიოსერტიფიცირების ხარჯს კი ნებისმიერ ბიომეურნეს უსუბსიდირებს.
“ელკანას” ინფორმაციით, ევროპული აგროწარმოების 25% ბიო იქნება 2030 წლისთვის და თუ საქართველოს სურს ევროპაში ინტეგრირება, აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. მარიამ ჯორჯაძის თქმით, ბიოსერტიფიცირება დღეს ფერმერისთვის დამატებითი ხარჯია და თუ მწარმოებელი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის პროდუქტს, სერტიფიცირების სურვილი არც აქვს.
რამდენად ითვალისწინებს ბიოწარმოების განვითარებაში საქართველო საერთაშორისო გამოცდილბას და ფაოს რეკომენდაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო? გვაქვს თუ არა ბიოწარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა? – ამ ყველაფერზე გაიგეთ აქ ?
სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო. მისი პირველადი ბიუჯეტი 300 ათასი ლარია, თუმცა, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი, “აგრო სიახლეებს” უხსნის, პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება, თუ მასზე მარალი მოთხოვნა დაფიქსირდება.
რა პრობლემებია ბილოგიურ აგროწარმოებაში? გვაქვს თუ არა ტრატეგია და სამოქმედო გეგმა? რამდენად ეფექტურად მუშაობს ბიოწარმოების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა? უფრო მეტი გაიგეთ აქ ?
სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო. რა კითხვები აქვთ ბიომწარმოებლებს და რას პასუხობენ სააგენტოში? რა პირობით მიიღებთ ბიოსერტიფიკატს? – ბიომეურნეების, მასერტიფიცირებელი ორგანოს და სოფლის განვითარების სააგენტოს პოზიციები „აგრო სიახლეებში“. ?