Skip to content Skip to footer

მაღალმთიან დასახლებებში Starlink-ის ინტერნეტის შეძენა განიხილება

„სახელმწიფო განიხილავს Starlink-ის ინტერნეტის შეძენას ყველაზე რთულად მიწვდომადი და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისთვის რთული ლანდშაფტის მქონე დასახლებებისთვის“,- ამის შესახებ წერია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლის სტრატეგიაზში“, რომელშიც საუბარია სოფლებში არსებულ გამოწვევებზეა საუბარი.

პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი მაღალმთიანი დასახლებების დაფარვას, სადაც დღემდე მობილური კავშირგაბმულობის მხრივ გამოწვევებია.

„სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის მხარდაჭერით და სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის საშუალებით, გააგრძელებს ფართოზოლოვანი ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართულ ძალისხმევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დასახლებები, რომლებშიც მაღალია ტურისტული ნაკადები და ტურიზმის შემდგომი განვითარების პოტენციალი, რასაც საფრთხეს უქმნის სტაბილური ინტერნეტის არქონა. სახელმწიფო აგრეთვე განიხილავს Starlink-ის ინტერნეტის შეძენას ყველაზე რთულად მიწვდომადი და ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისთვის რთული ლანდშაფტის მქონე დასახლებებისთვის“,- ათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისი Starlink-ი საქართველოში გასული წლის ნოემბრიდანა უკვე ხელმისაწვდომია.