მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება.ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე დაყრდნობით.
განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს.
ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. განხორციელდება ილტოს წყალსაცავის მშენებლობის განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, წყალსაცავის მშენებლობის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ჩათვლით.
მორწყვის სეზონზე მოხდება მდინარე ალაზნის აუზში არსებული წყლის დეფიციტის შევსება, ამასთან, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება ქვემო და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის 40 000 ჰექტარ ფართობზე.