Skip to content Skip to footer

„მთის დღეებზე“ 3.8 მლნ ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონებში „მთის დღეები“ ჩატარდება. ღონისძიებების ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3.8 მლნ ლარი გამოიყოფა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ხელმოწერილი განკარგულებით, მთავრობის ადმინისტრაციას ამ თანხას ფინანსთა სამინისტრო გამოუყოფს.

გაეცანით „მთის დღეების“ ჩატარების ადგილებს, დაგეგმილ აქტივობებსა და განრიგს:

თუშეთი, ომალო – 13 ივლისი

  • 14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – ეთნოგრაფიული-შემეცნებითი კუთხე კოლეჯი „აისი“-ის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
  • 14:00 – გასართობი პროგრამა ანიმატორების თანხლებით: სპორტული შეჯიბრებები, სამაგიდო თამაშები
  • 14:00 – DJ LEVI LOVE DISCO
  • 14:00 – თუშური დოღი
  • 15:00 – დოღის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია
  • 15:30 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 16:00 – ადგილობრივი ანსამბლი „კესელო“
  • 16:00 – მოწვეული შეფის მიერ მომზადებული თუშური კერძების თანამედროვე ვარიაციების დეგუსტაცია
  • 16:00 – თექის, კერამიკის და ხატვის გაკვეთილები
  • 16:00 – ყვავილების გვირგვინების დამზადება
  • 17:00 – ანსამბლი „ირიაო“
  • 18:00 – ჯგუფი „ფრანი“
  • 20:00 – სიმღერა კოცონთან: „ჩვენი კვარტეტი“

სვანეთი, უღვირის ტბა – 13 ივლისი

  • 14:00 – ადგილობრივი ანსამბლი „რიჰო“
  • 14:00 – ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – საბავშვო და საყმაწვილო შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრები
  • 14:00 – ადგილობრივი ოჯახების სვანური, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
  • 15:00 – DJ გიგა პაპასკირი
  • 15:00 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 18:00 – ანსამბლი „შვიდკაცა“
  • 19:00 – ჯგუფი „რეზო და ბავშვები“
  • 20:00 – სიმღერა კოცონთან: კვარტეტი „ჰერიო“

ყაზბეგი, ელიას ტყის მიმდებარედ – 13 ივლისი

  • 14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – საბავშვო აქტივობები და სპორტული შეჯიბრებები
  • 14:00 – DJ ROY FITZ
  • 14:00 – ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია
  • 15:00 – შეფ გიორგი მანჯავიძის მიერ კერძების მომზადება, დეგუსტაცია
  • 16:00 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 18:00 – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ – „ამბავი საქართველოზე“
  • 19:40 – DJ ROY FITZ
  • 20:30 – სიმღერა კოცონთან: „სერენადა“

ხევსურეთი, შატილი – 13 ივლისი

  • 14:00 – DJ ლუკა სიორიძე
  • 14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – ადგილობრივი მზარეულების მიერ მომზადებული კერძების დეგუსტაცია
  • 14:00 – შეფ თორღვა გოგოჭურის კერძების დეგუსტაცია
  • 14:00 – გასართობი თამაშები: ველოტური, მშვილდის სროლა, შეჯიბრებები
  • 15:00 – დოღი
  • 16:30 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 18:00 – ანსამბლი „გორდელა“
  • 19:00 – ზუკა ხუციშვილი და ბენდი
  • 20:00 – მთხრობელი კოცონთან – თაია ჭინჭარაული
  • 20:30 – სიმღერა კოცონთან: „კვარტეტი ჰარმონია“

გურია, ბახმარო – 20 ივლისი

  • 14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – საბავშვო სივრცე: ანიმატორები, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა
  • 14:00 – ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია
  • 14:00 – DJ გიგა პაპასკირი
  • 15:00 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 17:00 – ანსამბლი „ჩვენებურები“
  • 18:00 – ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ-სპექტაკლი „უსახელო მებრძოლები“
  • 19:00 – ანსამბლი „ქართული ხმები“
  • 20:00 – სიმღერა კოცონთან: კვარტეტი „რანინა“

აჭარა, გოდერძი – 20 ივლისი

  • 14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – ადგილობრივი მზარეულების კულინარიული ფესტივალი
  • 14:00 – სახალისო და სპორტული აქტივობები ანიმატორებთან ერთად
  • 14:00 – ცხენებით გასეირნება
  • 14:00 – ყვავილების გვირგვინების დამზადება
  • 14:00 – ხატვა და გაფერადება
  • 14:00 – DJ სანდრო ჯორბენიძე
  • 15:30 – ადგილობრივი მზარეულების მიერ ყველის ამოყვანის და აჭარული ხაჭაპურის მომზადება
  • 17:30 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 18:00 – ჯგუფი „რეგიონი“
  • 19:00 – სიმღერა კოცონთან: „თბილისური კვარტეტი“
  • იმერეთი, გორდი – 20 ივლისი
  • 14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – ანიმატორების გასართობი პროგრამა და საბავშვო აქტივობები
  • 14:00 – ადგილობრივი მზარეულების კერძების დეგუსტაცია/კულინარიული კუთხე
  • 14:00 – DJ LEVI LOVE DISCO
  • 14:00 – ბარი – „ლუდსახარში ოკაცე“
  • 15:00 – შეფ ნუცა ცისკარიშვილის მიერ იმერული კერძების მომზადება
  • 15:00 – შეფ გიორგი მანჯავიძის მიერ იმერული კერძების მომზადება
  • 16:00 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 17:00 – ბენდი „ურსა“
  • 18:00 – ბენდი „ოჩოს ქოხი“
  • 19:00 – DJ LEVI LOVE DISCO
  • 20:00 – მთხრობელი კოცონთან: ზურა გორგაძე
  • 20:00 – სიმღერა კოცონთან: „ჩვენი კვარტეტი“

ლეჩხუმი, ცაგერი – 20 ივლისი

  • 14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – ანიმატორები, სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული აქტივობა
  • 14:00 – ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია
  • 15:00 – DJ HORG
  • 16:00 – სპორტული თამაშები ახალგაზრდებისთვის
  • 16:00 – ცხენებით გასეირნება
  • 19:00 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 20:00 – ბენდი NEW ONE
  • 21:30 – კოცონთან სიმღერა „ტრიო აპრილია“