საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულ ბავშვთა კეთილდღეობის 2023 წლის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ბავშვების 37.8 პროცენტს 16 საჭიროებიდან სამის ან მეტის დანაკლისი აქვს. დანაკლისის დონე საგრძნობლად მაღალია სოფლად. უსახსრობის გამო საქართველოს მოსახლოების ნაწილი რომ სრულფასოვნად ვერ იკვებება, ამას ადასტურებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეორნეობის ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობაშიც, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში, ამ მხრივ, საგანგაშო მდგომარეობა არ არის და სასურსათო ხელმისაწვდომობის მხრივ, საქართველო საშუალორისკიანი ქვეყნების კატეგორიაშია ისევე, როგორც მცირე ეკონომიკისა და იმპორტზე მაღალდამოკიდებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა.
საკითხის შესახებ ჯუბა მარუაშვილი, FAO-ს ეროვნული პოლიტიკის უფროსი მრჩეველი საუბრობს.