მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ცხოველთა ყოლის შეზღუდვებსა და დასაშვებ ნორმებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი განმარტავს. საუბარია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომლის საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს და რომლის ინიციატორი არის სწორედ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
ხატია წილოსანი ამტკიცებს, რომ კანონშემოქმედებით პროცესში გაითვალისწინეს საერთაშორისო გამოცდილება. გაიმართა 60-მდე შეხვედრა საჯარო განხილვებისთვის. ცხოველთა კეთილდღეობისთვის საჭირო სერვისებისთვის ბიუჯეტიდან 2024-2026 წლებში ეტაპობრივად 80 მლნ ლარი გამოიყოფა.
შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის სისტემატიზებაში სახელმწიფოს FAO დაეხმარება.
ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით კი თბილისსა და პატარა ქალაქებში.
ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, მიმკედლებლის უფლება-მოვალეობები ახლებურად დარეგულირდება. ახლებურადაა დანახული კომპანიონი ცხოველის დაკარგვა-პოვნასთან დაკავშირებული საკითხებიც.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇
გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებული გადაცემების ბმულებს ჩვენი მდიდარი არქივიდან: 👇