მყინვართა დნობა საფრთხეს უქმნის 2 მილიარდზე მეტი ადამიანის საკვებისა და წყლის მარაგს მთელს მსოფლიოში – გვაფრთხილებს გაერო. ორგანიზაციის მტკიცებით, დნობის “უპრეცედენტო” ტემპი არაპროგნოზირებად გახდის შედეგებს.
იუნესკოს მოხსენების თანახმად, მსოფლიოში სოფლის მეურნეობის ორ მესამედს სარწყავი წყლის პრობლემა შეექმნება, უმეტესწილად დაზარალდება მთის რეგიონები მყინვარების უკან დახევით და თოვლის დნობით. ეს ყველაფერი კი კლიმატის კრიზისითაა გამოწვეული.
1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მთიან რეგიონებში. მათი ნახევარი, ანუ მთიანი ზონის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, უკვე განიცდის საკვების ნაკლებობას. გაეროს მსოფლიო წყლის განვითარების ანგარიშის 2025 წლის მიხედვით, სავარაუდოდ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ასეთ რეგიონებში საკვების წარმოება მეტწილად დამოკიდებულია მთის წყლებზე, თოვლის დნობასა და მყინვარებზე, რომლითაც, როგორც წესი, მდინარეები მარაგდებიან ხოლმე.
რისკის ქვეშ არიან განვითარებული ქვეყნებიც. მაგალითად, აშშ-ში, კოლორადოს მდინარის აუზში ინტენსიური გვალვის გამო 2000 წლიდან წყლის დონე შემცირებულია.
მაინც რა პრობლემას ქმნის გლობალური დათბობა, ანუ ტემპერატურის მატება?
მაღალი ტემპერატურა ნიშნავს, რომ მეტი ნალექი მოდის წვიმის სახით, რომელიც უფრო სწრაფად მიედინება და რეცხავს მიწის ნაყოფიერ მასას. მთის თოვლი ნელა დნება, რაც სასრგებლოა მიწისთვის.
“სადაც არ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ, გარკვეულწილად, დამოკიდებული ვართ მთებსა და მყინვარებს. მაგრამ ეს ბუნებრივი წყლის კოშკები გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგანან. ეს ანგარიში აჩვენებს მოქმედების გადაუდებელ საჭიროებას,” -ამბობს აუდრი აზოლაი, იუნესკოს გენერალური დირექტორი.
გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის უახლესი კვლევის მიხედვით, მყინვარების კლების ტემპი რეკორდულია. კვლევამ აჩვენა, რომ, ამ მხრივ, ნორვეგია, შვედეთი, სვალბარდი და ტროპიკული ანდები ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილებია.
“ყინულის დაკარგვა ანაცვლებს ამრეკლავ ზედაპირს მუქი მიწით, რომელიც შთანთქავს სითბოს. ანუ. მყინვარების დნობა გავლენას ახდენს [მზის] გამოსხივების ამრეკლავობაზე და ეს უარყოფით გავლენას მოახდენს მთელ კლიმატურ სისტემაზე”, – თქვა აბუ ამანიმ, იუნესკოს წყლის მეცნიერებათა დირექტორმა.
წვიმის ინტენსიურობა ზამთარში ზვავის საშიშროებას ზრდის, რადგან თოვლზე წვიმა ზვავის ფორმირების მთავარი ფაქტორია. მყინვარების დნობა იწვევს უეცარ წყალდიდობებს ხეობებში ან ფერდობებზე. ასეთ ადგილებში, ხშიტრად მოსახლეობა ცხოვრობს და მათ სიცოცხლეს ექმნება საფრთხე.
კიდეც ერთი ნეგატივი ისაა, რომ მყინვარების ინტენსიური დნობა, ათავისუფლებს მეთანს მთის ნიადაგიდან.
გეოფიზიკოსი ალექს ბრიზბორნი ამტკიცებს, რომ მთის მყინვარები დედამიწის მტკნარი წყლის უმთავრესი რეზერვუარია. ზაფხულობით მყინვარის ნორმირებული დნობა მილიარდ ადამიანს წყლის მარაგს უზრუნველყოფს. მისით საზრდოობს ასევე ისეთი უზარმაზარი ინდუსტრია, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ დგება კვების უსაფრთხოების საკითხიც.
საერთაშორისო ფონდის სოფლის მეურნეობის განვითარების (Ifad) პრეზიდენტმა და UN-Water-ის თავმჯდომარემ, ალვარო ლარიომ, მოითხოვა მეტი მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დაზარალებულ მთიან რეგიონებში.
“წყალი მიედინება ქვემოთ, მაგრამ საკვების დეფიციტის რისკი იზრდება ზემოთ. მთები უზრუნველყოფს ჩვენი მტკნარი წყლის 60%-ს, მაგრამ თემები, რომლებიც იცავენ ამ სასიცოცხლო რესურსებს, ყველაზე მეტად არიან სასურსათო კრიზისის წისკის ქვეშ. ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია მათ ადგილზე უსაფრთხოდ დამაგრებაში მყინვარების, მდინარეების და ყველასთვის უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად,” – ამბობს ალექს ბრიზბორნი, გეოფიზიკოსი.