გურმანული სამზარეულო სალათების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის, როგორც წესი, ჯანსაღ და ხელმისაწვდომ კერძადაა მიჩნეული. ზოგიერთმა მზარეულმა ისინი მდიდრულ დელიკატესებად აქცია.
ყველაზე ძვირად ღირებული სალათების სია მსოფლიოში ასე გამოიყურება:
ცეზარი – The Grill Room, The Ritz-Carlton: 49 დოლარი. აქ საბაზისო ინგრედიენტებია: ხრაშუნა რომაული სალათის ფოთოლი, კრუტონები, მწარე სოუსი და წვრილად გახეხილი პარმეზანი.
კობის სალათი – Blue Hill At Stone Barns: 50 დოლარი. მას, ძირითადად, ნიუ-იორკში, პოკანტიკოში, ამზადებენ. Cobb-ის სალათი Stone Barns-ში სეზონურია. კერძში ფუნდამენტური ფენა არის ახალი ბოსტნეული, რომელიც მოპოვებულია Blue Hill-ის ორგანული ფერმიდან. სალათს უმატებენ სახლში შებოლილ ბეკონს, მწიფე ავოკადოს ნაჭრებსა და ლურჯ ყველს.
ცეზარის სალათი – Spago: 52 დოლარი. ესაა კალიფორნიული ელფერის ცეზარის სალათი. ტრადიციული ცეზარის სალათი დამზადებულია რომაინის, პარმეზანის ყველით, კრუტონებით, Worcestershire-ის სოუსით, ანჩოუსის პასტათი და მწარე დრესინგით. “სპაგო” ვარიანტი ცნობილი სასადილოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია.
ზღვის პროდუქტების კობის სალათი – The Polo Bar, The Westin Hotel, New York: 54 დოლარი. ესაა კეტო მეგობრული კობის სალათი. იგი შედგება კრევეტების, კიბორჩხალის ხორცის, სეზონური კრევეტების, ავოკადოს, ბეკონის, ლურჯი ყველისა და პომიდვრისგან.
ვალდორფის სალათი – The Savoy: 58 დოლარი. სალათის ეს ვარიანტი შეიქმნა 1896 წელს ნიუ-იორკში, Waldorf-Astoria Hotel-ში და გახდა მენიუს მთავარი შემადგენელი. Savoy, სადაც ცნობილი შეფ-მზარეული გორდონ რამზი მუშაობს, თავის სალათს ნამდვილ შედევრად აქცევს.
წყარო: therichest.com