Skip to content Skip to footer

ნადირობის კანონის დარღვევის 104 შემთხვევა გამოვლინდა – წესის დარღვევა 100-დან 2500 ლარამდე ჯარიმით ისჯება

ნადირობის სეზონი წელს 24 აგვისტოს გაიხსნა. მონადირეებს გადამფრენ ფრინველებზე სანადიროდ ვადა მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე აქვთ. სეზონის დაწყებიდან დღემდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის წესების დარღვევის 104 ფაქტი გამოავლინა. ხშირ შემთხვევაში, ნადირობისთვის აკრძალულ იარაღს იყენებენ. ასევე ფიქსირდება დღიური ლიმიტების გადამეტების შემთხვევები და ისეთ სახეობებზე ნადირობა, რომლებიც ნადირობის ობიექტს არ წარმოადგენენ.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 94 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 9 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.

ნადირობის პროცესის კანონის დაცვით წარმართვას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში ამონიტორინგებს. უწყეტ რეჟიმში პატრულირებენ სპეცეკიპაჯები. მთელი საქართველოს მასშტაბით, კონტროის პროცესში გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად, ჩართულნი არიან დაცული რეტირობიები და ეროვნული სატყეო სააგენტო.

სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 153, რომელიც ყველა ოპერატორისთვის უფასოა.

დღეს მოქმედი სამონადირეო კანონის მიხედვით, ნადირობა აკრძალილია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ნაკრძალებსა და მათ გარშემო 500 მეტრიან ზოლში. ასევე, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 250 მეტრიანი ზოლში. ნადირობისთვის აკრძალული ლოკაციების სიაშია ველური ბუნების სააგენტოს მიერ მოწყობილი ფრინველთა აღწარმოების ცენტრებიც.

ნადირობის წესების დარღვევა ითვალისწინებს შემდეგი სახის ჯარიმებს:

შეგახსენებთ, ნადრობას ახალი კანონი დაარეგულირებს. საკანონდებლო პაკეტი პარლამენტშია. სანამ კანონპროექტის განხილვა დაიწყება, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია განმარტავს: რა არის სატროფეო ნადირობა? როგორია, ბრაკონიერობასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკა და რას მისცემს მუნიციპალიტეტების ეკონომიკას სათემო მეურნეობები, რომელთა ეკონომიკური ეფექტი დათვლადია. გენდერული ბალანსი და კლიმატის გავლენა სამონაადირეო მეურნეობაზე. მაინც ვინ არის მონადირე?- ცხოველთა სასტიკი მკვლეი თუ კანიბალი ცხოველების გარემოდან ამომღები ტყის მცველი? 👇