ქართული რძის ნიშანს ფლობს კომპანია “ნუნაც”. საწარმო გარდაბნის რაიონში სოფელ თელეთშია. 30თ-სულიანი ფერმა აქვთ თუმცა, რძეს ადგილობრივებისგანაც იბარებენ. წალკასა და ალგეთში რძის მიმღები პუნქტებიც აქვთ. ორივე რეგიონში ჯამში რძის სამასამდე ადგილობრივი მომწოდებელი ჰყავთ. ასაქმებენ 17 ადამიანს. დღეში სამ ტონამდე რძეს ამუშავებენ. ძირითადად სასტუმროებსა და რესტორნებს ამარაგებენ.
სრული გადაცემა ნახეთ აქ