GSPSA-ს თავმჯდომარეს, თეიმურაზ წიქორიძეს, მიმდინარე წელს 12 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წილკანში მანქანის მართვისას, გასროლილი ტყვია მოხვდა მანქანის გვერდითა შუშების გამყოფ ნაწილზე და გაიჭედა ლითონში.
როგორც დაზარალებული აღნიშნავს, გამოძახებული იქნა პატრული, იმ დღესვე იქნა დაკავებული სავარაუდო ეჭვმიტანილი, თუმცა, რამდენადაც მათთვის ცნობილია, იმ დღესვე მოხდა გაათავისუფლება.
ჩვენ ვეცადეთ დავკავშირებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაგვერკვია:
- რა მუხლით არის საქმე აღძრული?
- რატომ არ იქნა 12 დეკემბერსვე ადგილზე გამოძახებული კრიმინალური პოლიცია?
- რატომ მოხდა ტყვიის ამოღება ფაქტიდან 15 დღის შემდეგ?
- თუ დაწყებულია გამოძიება, რატომ არ მოხდა საგამოძიებ ექსპერიმენტისთვის დაზარალებულთან ერთად ადგილზე გასვლა?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცხეთის მცხეთის მუნიციპალიტეტის პოლიციასთან გადაგვამისამართა, სადაც ამ ეტაპამდე ჩვენი რედაქციის ზარებს არ პასუხობენ.
შსს-ისგან განსხვავებით, ჩვენს კითხვებს უპასუხა, GSPSA-ის ადვოკატმა, ზურაბ ჟივიძემ. როგორც უფლებადამცველმა განმარტა, საქმე ფაქტზე აღიძრა, თუმცა რომელი მუხლით, მისთვის უცნობია. ჟივიძე გვეუბნება, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ არც დაზარალებულად არის ვინმე ცნობილი და არც ბრალი წაყენებია ვინმეს.
მოისმინეთ მისი აუდიოკომენტარი 👇
GSPSA-ს მიაჩნია, რომ თუ ეს იყო კონკრეტულად ორგანიზაციის თავმჯდომარის მოკვლის მცდელობა, ეს მხოლოდ ცხოველთა დაცვის საქმიანობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. თემასთან დაკავშირებით სიახლეებს კვლავ დავუბრუნდებით.