ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის პირველი საჯარო სკოლა მეაბრეშუმეობაში ჩართვის თვალსაზრისითაც პირველი აღმოჩნდა.

ბუნებისმეტყველების პედაგოგმა, მანანა ხოსიკურიძემ მოსწავლეები აბალოიძესთან აბრეშუმხვევიების სანახავად წაიყვანა.

სანახაობიდან მოსწავლეები ახალი იდეით დაბრუნდნენ – სურდათ აბრეშუმხვევიების მოვლის პროცესში უშუალოდ ჩართულიყვნენ.

დირექტორის, თინა ჯიხოშვილის თანხმობით, მოზარდებმა სკოლის ახალ ბინადრებს ოთახი ოუწყვეს და მათი მოვლა-პატრონობის ყოველდღიურ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.

სპეციალისტების შეფასებით, მოზარდებისთვის ინფორმაციის გადაცემა ადგილზე საყოველთაო ცნობიერებას ამაღლებას უწყობს ხელს.

ახმეტის რაიონის მოსახლეობა სულ უფრო მზარდ ინტერესს იჩენს ადგილზე მეაბრეშუნეობის დარგის კვლავ გასაცოცხლებლად.
