პოლარული ყინულის დნობას გავლენა აქვს წელიწადის ხანგრძლივობაზე.
გამთბარი მსოფლიო ყოველმხრივ იცვლება, მაგრამ არის ერთი ისეთი ცვლილებაც, რომელსაც ალბათ არავინ ელოდა. ახალი კვლევის მიხედვით, გამდნარი პოლარული ყინულის მასის ხელახლა გადანაწილება პლანეტის ბრუნვის მაჩვენებელს ცვლის, უფრო მეტიც, “დნობის ამჟამინდელი მაჩვენებლით, კოორდინირებული უნივერსალური დროისთვის ზედმეტი წამის გამოკლება, რაც 2026 წლისთვის იყო დაგეგმილი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ტემპი დედამიწის ცვალებად ბრუნვასთან, 2029 წლამდე აღარ იქნება საჭირო,” – ამბობს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი დუნკან ეგნიუ.
თითქოს ერთი წამი არაფერია, მაგრამ გლობალური დროის აღრიცხვა ძლიერ ზუსტი და ხისტი სფეროა, რმელეც მრავალი რამ არის დამოკიდებული, კომუნიკაციებიდან დაწყებული, კომპიუტერული ქსელებითა და ფინანსური ბაზრებით დამთავრებული.
ამას გარდა, დედამიწის ბრუნვის შეცვლას დიდი მასა სჭირდება. ახალი დასკვნა ვერდიქტია იმისა, თუ რამდენად სერიოზული გახდა კლიმატური ცვლილებით დამდგარი რეალობა.
საქმე ისაა, რომ გლობალური დათბობა უკვე ახდენს გავლენას გლობალურ დროის აღრიცხვაზე.
დედამიწის გრავიტაციას მუდმივად მეთვალყურეობენ დედამიწის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები. ისინი ზომავენ ცვლილებებს მათ ორბიტებსა და მანძილებს შორის, რასაც განაპირობებს დედამიწის ზედაპირის გრავიტაციაში რეგიონული ვარიაციები. ვინაიდან გრავიტაცია პირდაპირ არის დაკავშირებული მასასთან, ამით შეიძლება დადგინდეს, სად არის მასა კონცენტრირებული.
დედამიწის მეცნიერმა დუნკან ეგნიუმ დედამიწის გრავიტაციულ ველის ცვლილებები და პლანეტის ბრუნვის მაჩვენებლის გაზომვები შეისწავლა. შედეგად დაადგინა, რომ პოლარული ყინულის ქუდების დნობას გამოკვეთილი ეფექტი აქვს დედამიწის ბრუნვაზე. როდესაც გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინული დნება, წყალი ოკეანეებში ჩაედინება, მასა ხელახლა გადანაწილდება და პლანეტის ბრუნვა სულ ოდნავ იცვლება.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეგნიუმ დაადგინა, რომ უარყოფითი წამიანი ნახტომი 2029 წლისთვის იქნება საჭირო.
წამიანი ნახტომის სისტემა 1970-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს, მაშინ, როცა დროის აღრიცხვის ყველაზე თანმიმდევრული მეთოდი დედამიწის ბრუნვა იყო. თუმცა, ამის საჭიროება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ დამდგარა. პოლარული დნობის გამო მასის ტრანსფერის აჩქარებამ შეიძლება უარყოფითი წამიანი ნახტომის პრობლემა ახლაც გადაავადოს, მაგრამ როგორც ეგნიუ შენიშნავს, ის ასევე ზრდის მომავალში წამიანი ნახტომების საჭიროების შანსებს.
სოფლიოს კოორდინირებული უნივერსალური დრო, იგივე UTC არის სისტემა, რომელიც ასობით ატომურ საათს ეფუძნება და რომლებიც არეგულირებენ ყველა სხვა დანარჩენ საათს. ვინაიდან დედამიწის ბრუნვა უცვლელი არ არის, დროის ისეთი ზუსტი აღმრიცხველი, როგორიცაა ატომური საათი, თანდათანობით გადაუხვევს იმისგან, რასაც დედამიწაზე აღვრიცხავთ. შესაბამისად, საკმაოდ ხშირად, UTC-ს ემატება ე. წ. წამიანი ნახტომი, რათა განახლდეს მისი ურთიერთობა საერთაშორისო ატომურ დროსთან, ანუ TAI-სთან.
როგორც ეგნიუ აღნიშნავს, ამჟამად მრავალ სისტემას აქვს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია დაეთანხმოს დამატებით წამს, მაგრამ ცოტას ექნება თანხმობა წამის გამოკლებაზე. ამიტომ, მეცნიერები ამბობენ, რომ უარყოფითი წამიანი ნახტომი მრავალ სირთულეს შექმნის.